2 წლის წინ მას მსოფლიოს ულამაზეს ბიჭად მოიხსენიებდნენ - როგორ შეიცვალა 12 წლის მოსწავლის ცხოვრება
2 წლის წინ მას მსოფლიოს ულამაზეს ბიჭად მოიხსენიებდნენ - როგორ შეიცვალა 12 წლის მოსწავლის ცხოვრება
ეს ბიჭი 2016 წელს პლანეტის ყველაზე ლამაზ ბიჭად აღიარეს. 12 წლის ავსტრალიელი უილიამ ფრანკლინ-მილერი საერთოდ არ ელოდა ამ აღიარებას. მას ჩვეულებრივი გვერდი ჰქონდა ინსტაგრამზე და მეგობრებს უზიარებდა ახალ ფოტოებს. ერთხელაც მის ფოტოს იაპონელმა მოსწავლემ მიაქცია ყურადღება და ტვიტერში ატვირთა. მოულოდნელად ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაიწყეს ფოტოს გმირის მოძებნა და სულ რამდენიმე დღეში უილიამის გვერდს ინსტაგრამზე უკვე 150 ათასი ხელმომწერი ჰყავდა.
განსაკუთრებით მოეწონათ ბიჭი აზიელ გოგონებს, რადგან მათი მტკიცებით, უილიამი ძალიან ჰგავს იაპონიასა და კორეაში პოპულარული ჟანრის - ანიმეს პერსონაჟებს.
მალე კი მის შესახებ სამოდელო სააგენტოებმაც შეიტყვეს და დაიწყო მისი სამოდელო კარიერა.
mshoblebi
ეგ კი არა, უილიამმა ჰოლივუდის ყურადღებაც მიიპყრო და მოკლემეტრაჟიან ფილმსა და სერიალ "ჯეკ აირიშში" გამოჩნდა. ამბობს, რომ სამსახიობო კარიერა უფრო მოეწონა, ვიდრე სამოდელო და სავარაუდოდ, კინოში უფრო ხშირად ვიხილავთ.

იაპონიაში ბიჭს ახლაც იწვევენ შოუებში და მასზე ხშირად წერენ. იქ ის ნამდვილი სუპერგმირია.
mshoblebi
უილიამი ახლა


მიუხედავად ამ ყველაფრისა, უილიამი ძალიან თავმდაბალია, ჩვეულებრივ ურთიერთობს ხელმომწერებთან. უკვე ორია წელია გასული მისი გაპოპულარულებიდან და ფორმას არ კარგავს, თავს უვლის და ახალ-ახალ პროექტებში ჩნდება.

ნახეთ უილიამის ოჯახის წევრები, მისი და-ძმა და სხვა დეტალები ვიდეოში


ბევრს
ეგონა, რომ გარდატეხის ასაკში ნაკვთები გაუუხეშდებოდა და ისეთი სიმპათიური არ იქნებოდა, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. ახლა პროგნოზებს აკეთებენ, მისი სახით მომავალი ცნობილი მოდელი იზრდება თუ ცნობილი მსახიობი.
mshoblebi
mshoblebi
4764
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?