ტყუპი ძმისთვის სამოსს დედა იძენს, თუმცა აქსესუარებს თავად ირჩევენ სამი წლის მაიკლ და დანელ ფლორა ლონდონში ცხოვრობენ. აფრიკული წარმომავლობის ამ ტყუპი ძმისთვის სამოსს დედა იძენს, თუმცა აქსესუარებს თავად ირჩევენ.
"ძალიან უყვართ პოზირება და თუ პიჯაკი და პერანგი აცვიათ, მაშინვე სათვალეს ირგებენ და ჯიბეებში იწყობენ ხელებს, რომ ფოტო გადაიღონ", - ამბობს მოდური ძმების დედა.
ამ მომენტში მოდურ ტყუპს დიდი გამოხმაურება აქვს ინტერნეტში, ათეულ ათასობით ხელმომწერი ჰყავს. ერთმანეთს კი "მოკრძალებულად" თურმე უწოდებენ "მეფე პირველი" და "მეფე მეორე".