ეს პატარა ბიჭუნა თურქული სერიალების კიდევ ერთი ვარსკვლავია. ემირ ოზიაკიშირი 2011 წლის 3 აგვისტოს არის დაბადებული, ჯერ 9 წლისაც არაა, თუმცა უკვე არა მხოლოდ თურქეთში იცნობენ, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენს ქვეყანაშიც იცნობენ უკვე სერიალების მოყვარულები.
ემირი სტამბოლში ცხოვრობს და სკოლაში სწავლობს. არა მხოლოდ ფილმებსა და სერიალებში თამაშობს, არამედ ტანსაცმლის ბრენდებთანაც თანამშრომლობს, როგორც პატარა მოდელი და სარეკლამო კლიპებშიც იღებენ.
ბიჭუნას ძალიან უყვარს ცხოველები და მთელ თავისუფალ დროს ატარებს ცხოველთა დაცვისთვის განკუთვნილ პარკში, სადაც მისი მშობლები მუშაობენ.
2019 წელს გამოვიდა ბოლო სერიალი მისი მონაწილეობით - "ჩემპიონი", რომელშიც მთავარი როლი ითამაშა.