ჯორჯის ეფექტი – პრინცის ფეხსაცმლის ასლები ორ დღეში დაიტაცეს
ჯორჯის ეფექტი – პრინცის ფეხსაცმლის ასლები ორ დღეში დაიტაცეს
ბრიტანეთის ტახტის ნორჩი მემკვიდრე, წლინახევრის პრინცი ჯორჯი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო დროს მოდის კანონმდებლადაც იქცა. ფეხსაცმელი, რომლითაც პრინცი საშობაო ფოტოსესიაზე გამოჩნდა, 48 საათში გაქრა დახლებიდან.
სხვათა შორის, ასეთივე ეფექტი აქვს ხოლმე იმ სამოსს, რომლითაც პრინცის დედა, კეიტ მიდლტონი ჩნდება საზოგადოებაში. ამას უკვე უწოდეს კიდეც "კეიტის ეფექტი". ახლა კი 17 თვის პრინციც დედის კვალს მიჰყვა და დაბადებიდან კარნახობს მოდას პატარა ბავშვების მშობლებს. ის სახვევი, რომლითაც პრინცი სამშობიაროდან გამოიყვანეს, ისე შეისყიდეს,
ინტერნეტმაღაზიებშიც კი აღარ დარჩა. იგივე ბედი ეწია პრინცის გარდერობის სხვა სამოსს – ჯემპრებს, ბლუზებს და ა.შ.
mshoblebi
რაც შეეხება ფასს, ბოლო ტრენდის – ფეხსაცმლის ფასი 36 გირვანქა სტერლინგი იყო და 48 საათში გაიყიდა. როგორც ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, 222-წლიანი არსებობის განმავლობაში ასეთი რამ არ ახსოვთ.

4226
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```