ფეხსაცმელი, რომლითაც პრინცი საშობაო ფოტოსესიაზე გამოჩნდა, 48 საათში გაქრა დახლებიდან ბრიტანეთის ტახტის ნორჩი მემკვიდრე, წლინახევრის პრინცი ჯორჯი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო დროს მოდის კანონმდებლადაც იქცა. ფეხსაცმელი, რომლითაც პრინცი საშობაო ფოტოსესიაზე გამოჩნდა, 48 საათში გაქრა დახლებიდან.
სხვათა შორის, ასეთივე ეფექტი აქვს ხოლმე იმ სამოსს, რომლითაც პრინცის დედა, კეიტ მიდლტონი ჩნდება საზოგადოებაში. ამას უკვე უწოდეს კიდეც "კეიტის ეფექტი". ახლა კი 17 თვის პრინციც დედის კვალს მიჰყვა და დაბადებიდან კარნახობს მოდას პატარა ბავშვების მშობლებს. ის სახვევი, რომლითაც პრინცი სამშობიაროდან გამოიყვანეს, ისე შეისყიდეს, ინტერნეტმაღაზიებშიც კი აღარ დარჩა. იგივე ბედი ეწია პრინცის გარდერობის სხვა სამოსს – ჯემპრებს, ბლუზებს და ა.შ.
რაც შეეხება ფასს, ბოლო ტრენდის – ფეხსაცმლის ფასი 36 გირვანქა სტერლინგი იყო და 48 საათში გაიყიდა. როგორც ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, 222-წლიანი არსებობის განმავლობაში ასეთი რამ არ ახსოვთ.