”ყველაზე ლამაზი თუ გინდა ნახო ქალი, უნდა ნახო დილით ახალი გაღვიძებული, უმაკიაჟოდ” ქართული მოდის ინდუსტრიის ვარსკვლავი, კრისტი ყიფშიძე მოდასა და სილამაზეზე გვესაუბრა. მოდელი ფიქრობს, რომ ყველა ქალს შეუძლია იყოს ლამაზი. მას ძალიან საინტერესო შეხედულება აქვს მოდაზე და როგორც აღმოჩნდა, კრისტი ყიფშიძე თავს "შლოპანცებში" უფრო თავდაჯერებულად გრძნობს ვიდრე მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში.
- ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ ყველა ქალი ლამაზია, უბრალოდ ზოგს სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვს, თავს არ უვლის...?
- რა თქმა უნდა, ვეთანხმები! ყველა ადამიანი ლამაზია, უშნო ადამიანი უშნო ხასიათისა და გაბოროტებული სულის პატრონია მხოლოდ. მართლა არსებობენ ასეთები, აღზრდა, გარემო, ცხოვრების სტილი და სხვა უამრავი კომპონენტი აბოროტებს ადამიანის სულს. ჩემთვის გარეგნულად ყველა ერთია, მთავარია შინაგანად იყოს ძალიან მდიდარი და ლამაზი, მთელი სერიოზულობით გეუბნებით.
- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები რომელ ეტაპზეა?
- როცა ხდება დედა, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. გააჩნია ვისთვის როგორ, სტუდენტობის პერიოდიც სასიამოვნოდ მახსენდება, ასევე ძალიან ტკბილად მახსოვს ჩემი პირველი ნაბიჯები პოდიუმზე... მაგრამ მე შეუდარებლად მიმაჩნია ის პერიოდი, როცა დედა გავხდი.
- როდის არის ქალი ყველაზე მოდური?
- ყველაზე ლამაზი თუ გინდა ნახო ქალი, უნდა ნახო დილით ახალი გაღვიძებული, უმაკიაჟოდ.
- რომ არა კაცები, ქალი თუ აჰყვებოდა მოდას?
- ნორმალური ქალი, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, პირველ რიგში საკუთარ თავს ეპრანჭება. განაგრძეთ კითხვა