ამ 7 წლის დების დედამ გადაწყვიტა, გოგონები სამოდელო ბიზნესში ჩაერთო ნახევარი წელია გამოჩნდნენ მსოფლიო ასპარეზზე ლეა როუზ და ავა მარი კლემენსები და უკვე რამდენიმე ცნობილ ბრენდთან გააფორმეს კონტრაქტები. 7 წლის გოგონები ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ და იდენტური ტყუპები არიან. 7 ივლისს გახდნენ 7 წლისანი და მათმა დედამ გადაწყვიტა, რომ სამოდელო ბიზნესში ჩაერთო. "გადავწყვიტე, რომ ეს ნიშანი იყო - 2017 წლის 7 ივლისი, 7 წლისანი. ამდენი 7-იანი მხოლოდ წარმატებას გვიქადდა", - ამბობს ჯეკი, გოგონების დედა.
დედა ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდა მათ მოდელობას, როცა პატარები წლისანიც არ იყვნენ, თუმცა მაშინ არაფერი გამოუვიდა. ახლა კი მისი ამბიციები უკვე საკმაოზე მეტად დაკმაყოფილდა. გოგონებს 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავთ ინსტაგრამზე და საოცრად პოპულარულები გახდნენ.
სხვათა შორის, გოგონების ძმასაც აეწყო კარიერა - დედამ 9 წლის ჩეიზ რობერტსაც გაუკეთა თავისი გვერდი ინსტაგრამზე და მასაც სერიოზულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.