მშობლები სამ ტყუპს ერთმანეთისგან მანიკიურით არჩევენ
მშობლები სამ ტყუპს ერთმანეთისგან მანიკიურით არჩევენ
კარენ და იან გილბერტებმა, რომელთაც სამი ტყუპი ჰყავთ, გადაწყვიტეს, მათ ერთმანეთისგან გასარჩევად ახალი მეთოდი გამოიყენონ – ლაქი წაუსვეს ფეხის ფრჩხილებზე და უკვე იოლად არკვევენ, რომელს აჭამეს უკვე საჭმელი, რომელს გამოუცვალეს პამპერსი. მანამე ისეც ხდებოდა, ერთსა და იმავე პროცედურას ერთ რომელიმე ტყუპისცალს რამდენჯერმე უტარებდნენ.
ფიონას ვარდისფერი ლაქი უსვია, მედისონს – ღია მწვანე, პეიჯს კი – იისფერი. როგორც

mshoblebi
ბავშვების დედა კარენი ამბობს: "ეს არ არის მოდას აყოლა, ჩვენ მართლა ყველანაირად ვცდილობთ, რომ ისინი ერთმანეთისგან გავარჩიოთ. დროთა განმავლობაში, როცა მათი ხასიათი ჩამოყალიბდება, რაღაც
განსაკუთრებულ თვისებებს გამოავლენენ, ქცევაშიც ექნებათ სხვაობა, ალბათ გარეგნულადაც პაწაწინა განსხვავებები მაინც გაჩნდება, უფრო გაგვიიოლდება მათი გარჩევა. ახლა კი ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამიტომაც "დავნიშნეთ" პატარები".

mshoblebi
ეს მხიარული ტრიო უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ოჯახისთვის "ფულსაც შოულობენ" - სატელევიზიო დრამაში "სტელაში" თამაშობენ. რაკი სამივენი იდენტურები არიან, ფილმში ერთსა და იმავე ბავშვს ასახიერებენ და ეს ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა გადამღები ჯგუფისთვის, რადგან ბავშვები ერთმანეთს ენაცვლებიან და დაღლას ვერ ასწრებენ.

mshoblebi
"ისინი უკვე ტელევარსკვლავები არიან, - ამბობს პატარების დედა, - შესანიშნავი პატარა გოგონები არიან, რომელთაც უკვე მოაქვთ ჩვენთვის ამდენი სიხარული – სამ ეგზემპლარად".

mshoblebi

11873
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
121312
0
ანგელოზები. გაიზარდეტ პატარებო ბედნიერები
15:34 / 05-09-2015
გურჯი ხათუნი
0
მეც მინდააააააა, სამივე...
01:51 / 30-08-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი