პატარა ოლივია მამასთან და მამის დედასთანაც დიდ დროს ატარებს (ფოტოები) მას მერე, რაც ქეთა თოფურია ქმარს - ლევ გეიხმანს დაშორდა, ოლივია ძირითად დროს, რასაკვირველია, დედასთან და დედის მხრიდან ბებოსთან ატარებს. თუმცა როცა მამამისი ამერიკიდან ჩამოდის, ოლივიას ყურადღებას და სითბოს არ აკლებს. მამის მხრიდან ბებოსთანაც პატარა გოგონა საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და როგორც ინსტაგრამის ფოტოებიდან ჩანს, ბებოსგან ცხობის გაკვეთილებსაც იღებს.
ოლივია ძალიან მხიარული გოგონაა, დედასავით და როგორც ქეთას თაყვანისმცემლები ამბობენ, გარეგნულადაც ჰგავს დედას. მათივე აზრით, ქეთას ქალიშვილს ძალიან კარგი სტილი აქვს - ბავშვურად და გემოვნებიანად აცვია ყოველთვის.
ნახეთ რას ამბობს ოლივიას ხასიათზე და მის ჩაცმის სტილზე ქეთა გულახდილ ინტერვიუში - "ძალიან რთული ხასიათი აქვს..." - ქეთა თოფურიას შვილი სკანდალებს უწყობს