აბა, თუ მიხვდებით, ვისი დები არიან ეს ულამაზესი გოგონები - ამ ტყუპმა დამ ბევრი მოხიბლა - მშობლები

აბა, თუ მიხვდებით, ვისი დები არიან ეს ულამაზესი გოგონები - ამ ტყუპმა დამ ბევრი მოხიბლა

2018-05-07 09:49:39+04:00

ამ ტყუპ დაზე უკვე აქტიურად საუბრობენ დასავლურ პრესაში ამ ტყუპ დაზე უკვე აქტიურად საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი 16 წლის კაია ბერგერს დაჩრდილავენ. ეს 17 წლის გოგონები, კრისტინა და ვიქტორია, ცნობილი მომღერლის ენრიკე ეგლესიასის დები არიან. სხვათა შორის, ენრიკეს და ანა კურნიკოვასაც ტყუპი შეეძინათ რამდენიმე თვის წინ.

ენრიკეს მამა ასევე ცნობილი მომღერალი ხულიო ეგლესიასია. ამ ადამიანის მრავალცოლიანობის და მრავალშვილიანობის შესახებ ბევრმა იცის. ვიქტორია და კრისტინა მას მოდელ ცოლთან - მირანდა რეინსბურგთან შეეძინა, რომელთანაც დღემდე ცხოვრობს. გოგონებიც დედის კვალს აპირებენ, გაჰყვნენ და მოდელობას გეგმავენ. სულ ცოტა ხნის წინ ესპანური ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდნენ და საკმაოდ ბევრი წინადადება აქვთ სამოდელო სააგენტოებისგან. მათი ცნობილი ძმაც ამბობს, რომ გოგონებს შეუძლიათ, ტოპ-მოდელები გახდნენ, ისეთი მონაცემები აქვთ.

mshoblebi
ხულიო ეგლესიასი ცოლ-შვილთან ერთად წლების წინ

mshoblebi
ენრიკე ეგლესიასი და ანა კურნიკოვა ენრიკეს უფროს და-ძმებთან ერთად, წლების წინ

mshoblebi

mshoblebi