ყველაზე მოდური დედიკოები "იქს-ფაქტორიდან" - მშობლები

ყველაზე მოდური დედიკოები "იქს-ფაქტორიდან"

2018-06-18 21:09:11+04:00

მისი სტილი განსაკუთრებით თვალში საცემია წლევანდელი "იქს-ფაქტორი" გამორჩეულია ბევრი ფაქტორის გამო. ერთ-ერთი ფაქტორი ის თვალში საცემი სტილია, რომლითაც წელს განსაკუთრებით ჟიურის წევრი ქალბატონები გამოირჩევიან. ნანიკო და თამთა თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ორიგინალურ და ეპატაჟურ ჩაცმულობაში.

მათ ფონზე ისე აქტიურად არ ჩანს წამყვანი და ასევე დედიკო, ოღონდ - ახალბედა, რუსკა მაყაშვილი, თუმცა მშობიარობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია და ამას მისი სცენიური ჩაცმულობაც უსვამს ხაზს.

mshoblebi

თამთა გოდუაძის სტილი ჯერ კიდევ კასტინგებიდან გახდა საყოველთაო განხილვის ობიექტი. განსაკუთრებით, მისი ორიგინალური ვარცხნილობები და პარიკები.

mshoblebi

უნდა ითქვას, თამთას ყველა გამოსვლა გამორჩეულია და დასამახსოვრებელი.

mshoblebi

წლევანდელი "იქს-ფაქტორის" ერთგვარი მოულოდნელობა იყო ნანიკო ხაზარაძის სტილიც. ნანიკომაც კასტინგებიდანვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება ორიგინალური და დახვეწილი ჩაცმულობით.

mshoblebi

mshoblebi

ნანიკომ მოგვიანებით "გაამხილა", რომ მისი ორიგინალური სამოსი სალონ "მაკრატელის" ნაწარმია.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

თქვენ რომლის სტილი მოგწონთ უფრო?

ასევე იხილეთ ნანიკო ხაზარაძის საოჯახო ალბომი