მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა პირველ კლასში წავიდა
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა პირველ კლასში წავიდა
წელს ანასტასია კნიაზევა, ისევე როგორც მისი თანატოლები, პირველ კლასში წავიდა. რითაა უნიკალური ეს ბავშვი? ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Mail 2017 წელს ნასტია ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარა. ის მართლა დაჯილდოებულია ლამაზი გარეგნობით: გრძელი არაჩვეულებრივი თმით, დიდი ცისფერი თვალებით და თოჯინის სახით.
mshoblebi
ნასტიას პოპულარობა სამოდელო საქმიანობამ მოუტანა. 2,5 წლის ასაკში ის გადაიღეს ბავშვთა ტანსაცმლის რეკლამაში. 5 წლის ასაკში ავსტრალიური ბრენდის Little Miss Aoki-ის სახე გახდა. ტიტული, რომელსაც ახლა ის ატარებს, თავის დროზე ეკუთვნოდა 17 წლის ფრანგ მოდელს ტილან ბლონდოს.
mshoblebi
ახლა მასთან აქტიურად თანამშრომლობენ
ტანსაცმლის ბრენდები Chobi Kids, I am special, Kenguru, Amoreco და ჩრდილო კორეული საავტომობილო კომპანია Kia Motors-ი. ჯერ უცნობია, თუ როგორ შეათავსებს პატარა მოდელი ამდენ სამუშაოს სწავლას. ნასტიას დედას სურს, რომ მისმა შვილმა მისიკალური განათლებაც მიიღოს. სწორედ დედის, ანა კნიაზევას დამსახურებაა ბავშვის ცნობადობის გაზრდა. დასაწყისში მან ინსტაგრამ გვერდზე განათავსა შვილის საუკეთესო ფოტოები. აქედან წამოვიდა სამოდელო სააგენტოების დაინტერესება. ნასტიას გარდა ანას 12 წლის ბიჭიც ჰყავს, რომელიც თავის დასთან ერთად მონაწილეობას იღებს ფოტოსესიებში.
mshoblebi
mshoblebi
სოციალურ ქსელში ანა ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა, რადგან გამომწერები თვლიან, რომ ის შვილს შემოსავლის წყაროდ აქცევს. პასუხად ანა წერს, რომ პირველ რიგში არ ეშინია
ბავშვის განებივრების, უპირობოდ უყვარს და არ უყურებს მას, როგორც საფულეს: "თავდაპირველად არაფერი ვიცოდი Daily Mail-ის სტატიის შესახებ. არც კონკურსისთვის მიმართავს სააგენტოებისთვის. მირეკავდნენ მიუნხენიდან, ბერლინიდან, ავსტრიიდან და მთხოვდნენ ინტერვიუს. ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო. შვილს ჯერ არაფერი ვუთხარი, ალბათ მოგვიანებით ვეტყვი... თანაც შეიძლება ვერც გაიგოს - მისთვის სულ ერთია". როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ბავშვზე ასეთი დიდება?
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi

1438
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nina
0
ეა საყვარელი ხარ მადლობა თქვი საქართველოში რომ არ ცხოვრობ , თორემ ბულინგს გამწარებას ფსიქიკის შერყევას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ვერ აცდებოდი , სილამაზეს არასოდეს არავის პატიობს ჩამორჩენილი ქართული საზოგადოება!!!!ცნობილ მსახიობებსც კი
13:34 / 16-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```