ყველაზე სკანდალური ბავშვი მომავლის ყველაზე პერსპექტიულ მოდელად აღიარეს
ყველაზე სკანდალური ბავშვი მომავლის ყველაზე პერსპექტიულ მოდელად აღიარეს
ეს ბავშვი ალბათ ბევრს გაახსენდება. ფრანგი ტილან ბონდო ახლა უკვე 13 წლისაა, თუმცა სახელი 10 წლისამ გაითქვა და საკმაოდ არასასიამოვნოდაც. მაშინ ჟურნალ "ვოგში" გამოქვეყნებულ ფოტოებს მსოფლიოს სკანდალი მოჰყვა, რისთვისაც ჟურნალს პასუხი აგებინეს, ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი კი საერთოდაც დაითხოვეს სამსახურიდან. თუმცა ტილანის კარიერას ამან ვერაფერი ავნო, პირიქით, უფრო პოპულარული გახდა.
არადა, მაშინ აჟიოტაჟის მიზეზი მართლაც იყო – 10 წლის გოგონა მეტისმეტად ვულგარულად და დიდურად გამოიყურებოდა და არასრულწლოვანი პატარის ამგვარად "გამოჭენება" ბავშვების უფლებათა დამცველებმა სასტიკად გააპროტესტეს და ჟურნალი მცირეწლოვანთა გარყვნაში დაადანაშაულეს.
"საჭიროა თუ არა სექსუალურობა 10 წლის ასაკში?" - ასეთი სახის ლოზუნგებითაც კი გამოდიოდნენ მაშინ უფლებათა დამცველები.

mshoblebi

mshoblebi
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ტილანი, რომელსაც მომავლის ყველაზე პერსპექტიულ მოდელს, ახალ კეიტ მოსს უწოდებენ. ყველაზე ძვირად ღირებული ნორჩი მოდელია. სულ ახლახან "მელიჟუს" 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიის მთავარ სახედ აირჩიეს და წარმატებული ფოტოსესიაც მიუძღვნეს ამ ფაქტს. რასაკვირველია, უფრო მოკრძალებული, ვიდრე "ვოგის" ფოტოსესია იყო.

mshoblebi

ტილანი 2001 წელს არის დაბადებული საფრანგეთში. დედამისი ვერონიკა ლიუბრი ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანია, რომელიც ამჟამად საბავშვო და ორსულთა სამოსის დიზაინერად მუშაობს, მამა პატრიკ ბლონდო კი ცნობილი ფეხბურთელია. ტილანს უმცროსი ძმაც ჰყავს, რომელიც ასევე გამოირჩევა კარგი გარეგნობით და სამოდელო სფეროსკენ ისიც უმიზნებს.

mshoblebi

თვითონ ტილანმა 4 წლისამ
დაიწყო მოდელობა. წელს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ 13 წელი შეუსრულდებოდა, ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან – აიმჯი მოდელსსა და ელიტთან გააფორმა კონტრაქტები და 15 წლიდან მათთვის დაიწყებს მუშაობას უკვე აშშ-ში.
ტილანმა კინოშიც უკვე სცადა ბედი და 2015 წელს მისი კინოდებიუტის პრემიერა გაიმართება.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
17389
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები