ტყუპ ავა და ლეა კლემენსებს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. გოგონები მსოფლიოში ულამაზეს ტყუპად ჯერ კიდევ წლების წინ დაასახელეს. 2010 წელს დაბადებული გოგონები მშობლებისთვის - კევინისა და ჯაკისთვის, უბრალოდ საყვარელი ქალიშვილები იყვნენ, თუმცა საზოგადოებამ მალე შენიშნა მათი გამორჩეულობა. როგორც მშობლები ჰყვებიან, ქუჩაში უცხო ადამიანები უახლოვდებოდნენ და აღტაცებას გამოხატავდნენ მათი სილამაზით.
გოგონებს მშობლებიც საკმაოდ ლამაზები ჰყავთ და როგორც ჩანს, მათი გარეგნობა გენების დამსახურებაა. მამა - კევინი, წლებია ცურვის მწვრთნელად მუშაობს და დიდ დროს ატარებს სპორტდარბაზში. მისი მწვანეთვალება ცოლი ჯაკი ასევე გამოირჩევა გარეგნობით.
გოგონებს უფროსი ძმა ჰყავთ - ჩეიზი, რომელიც ბოლო პერიოდში დებთან ერთად მოექცა ყურადღების ცენტრში. მშობლებს წლების წინ შესთავაზეს ბავშვების სარეკლამო ბიზნესში ჩართვა, თუმცა სანამ 7 წლისები არ გახდნენ და თავად არ მიიღეს გადაწყვეტილება, მანამდე კევინი და ჯაკი თავს იკავებენ. აი 7 წლის მერე კი გოგონები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა კომპანიასთან და როგორც ახლა გაირკვა, ძმაც ჩაერთო ამ კამპანიაში.
უკვე წელიწადზე მეტია, და-ძმა მანეკენებად მუშაობს და სხვადასხვა გადაღებაში მონაწილეობენ. ჯაკის ინსტაგრამზე გვერდი აქვს, რომელსაც მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და გვერდი მუდამ განახლდება ახალ-ახალი ფოტოებით.