6 წლის ფრანგი გოგონას ტილან ბლონდოს სახელი 2007 წელს გაიგონა მსოფლიომ. ჯერ კიდევ მაშინ აღიარეს ის მსოფლიოს ულამაზეს გოგონად. რამდენიმე წელში მასზე უკვე მსოფლიო მედია წერდა - ფრანგული "ვოგის" გარეკანზე დაბეჭდილ მის ფოტოებს სკანდალი მოჰყვა, მეტისმეტად გამომწვევად მიიჩნიეს ამ ასაკის ბავშვისთვის ამგვარი ფოტოების გადაღება.
მას მერე ტილანი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. 16 წლიდან მოდის კვირეულებზე ჩნდებოდა ცნობილ მოდელებთან ერთად.
ამჯერად ტილანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფლეშმობში ჩაერთო - "10 წლის შემდეგ" და ინსტაგრამზე თავისი ახლანდელი და ბავშვობის ფოტოები განათავსა.
ის ნამდვილად ისევ ისეთი ლამაზია, როგორც ბავშვობაში.
მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ტყუპად აღიარებული გოგონების ძმაც სამოდელო ბიზნესში ჩაერთო (ფოტო+ვიდეო)