ქართველი გოგონა, რომელიც რუსებმა სინდი კროუფორდის ცნობილი ქალიშვილის ორეულად აღიარეს
ქართველი გოგონა, რომელიც რუსებმა სინდი კროუფორდის ცნობილი ქალიშვილის ორეულად აღიარეს
რუსულ პრესაში ერიკა კიკნაძეს კაია გერბერის ორეულს უწოდებენ. ეგ კი არა, ზოგი წერს, ერიკა უფრო საინტერესოდ გამოიყურებაო. 
ერიკა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ივან ურგანტის გერია - მისი ქართველი ცოლის, ნატალია კიკნაძის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. სანამ ივან ურგანტს გაჰყვებოდა ცოლად, ნატალია ბიზნესმენ თემურ კუტალიასთან იყო ქორწინებაში და მასთან ორი შვილიც გააჩინა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, ნატალიას უფროსი შვილი - ნიკო მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ერიკა კი დედამ წამოიყვანა. 
mshoblebi
ივანი და ნატალია

წლების შემდეგ ნატალია
ბავშვობის სიყვარულს ივან ურგანტს შეხვდა და მათ იქორწინეს. საერთო შვილიც გაუჩნდათ - ნინა. გოგონა ახლა 10 წლისაა, ერიკა კი - უკვე 18-ის.
mshoblebi
ერიკას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მამობილთან და ხშირად ახლავს სხვადასხვა ღონისძიებაზე. პაპარაცებიც ყოველთვის უღებენ ფოტოებს და აღნიშნავენ მის განსაკუთრებულ ნაკვთებს.
mshoblebi
ერიკა მამობილთან ერთად

ერიკას თავადაც უყვარს ფოტოკამერების წინ პოზირება და ცნობილი ჟურნალებიც ბეჭდავენ მის ფოტოებს. 

mshoblebi
mshoblebi
სწორედ ჟურნალისტებმა შენიშნეს მისი მსგავსება სინდი კროუფორდის ქალიშვილ კაია ბერგერთან, რომელიც უკვე ცნობილი მოდელია.
mshoblebi
mshoblebi
3490
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```