ცნობილი მოდელი, ოთხი შვილის დედა და სამოდელო სააგენტოს მფლობელი ნინო ცქიტიშვილი შესანიშნავ ფორმაშია. ნინოს ასევე ცნობილი ქალიშვილი - მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საქართველოში არც ისე ბევრ დროს ატარებს, რადგან ძირითადად საზღვარგარეთ არის მნიშვნელოვან ჩვენებებსა და გადაღებებზე. ნინო მეუღლესა (ცნობილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილთან) და უმცროს შვილებთან ერთად თბილისშია. აქ წარმატებული კარიერა აქვს და შესანიშნავად ახერხებს საქმის შეთავსებას მრავალშვილიან დედობასთან.
ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ თაკოს უმცროს დას - ანასაც უწინასწარმეტყველებენ წარმატებულ მოდელობას. ცოტა ხნის წინ ნაბოლარა ბიჭმაც დედასა და დასთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში, რომელიც მშვენიერმა ქალბატონებმა "ჯეოქსისთვის" გადაიღეს.
"ულამაზესი ოჯახი", "დახატულები არიან ყველანი", "რა ლამაზები ხართ" - ეს და ამ ტიპის ბევრი კომენტარი მოჰყვა ფოტოსესიას.
ასევე გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს თაკოს შედარებით ახალი ფოტოსესიიდან.
თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ