ნინო ცქიტიშვილი უმცროს ქალიშვილთან ერთად - თაკო ნაცვლიშვილის მშვენიერი და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს (ფოტოები) - მშობლები

ნინო ცქიტიშვილი უმცროს ქალიშვილთან ერთად - თაკო ნაცვლიშვილის მშვენიერი და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს (ფოტოები)

2019-03-15 19:32:55+04:00

ცნობილი მოდელი, ოთხი შვილის დედა და სამოდელო სააგენტოს მფლობელი ნინო ცქიტიშვილი შესანიშნავ ფორმაშია. ნინოს ასევე ცნობილი ქალიშვილი - მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საქართველოში არც ისე ბევრ დროს ატარებს, რადგან ძირითადად საზღვარგარეთ არის მნიშვნელოვან ჩვენებებსა და გადაღებებზე. ნინო მეუღლესა (ცნობილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილთან) და უმცროს შვილებთან ერთად თბილისშია. აქ წარმატებული კარიერა აქვს და შესანიშნავად ახერხებს საქმის შეთავსებას მრავალშვილიან დედობასთან.

mshoblebi
ნაცვლიშვილების ოჯახი

ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ თაკოს უმცროს დას - ანასაც უწინასწარმეტყველებენ წარმატებულ მოდელობას. ცოტა ხნის წინ ნაბოლარა ბიჭმაც დედასა და დასთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში, რომელიც მშვენიერმა ქალბატონებმა "ჯეოქსისთვის" გადაიღეს.

mshoblebi

mshoblebi

"ულამაზესი ოჯახი", "დახატულები არიან ყველანი", "რა ლამაზები ხართ" - ეს და ამ ტიპის ბევრი კომენტარი მოჰყვა ფოტოსესიას.

mshoblebi

ასევე გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს თაკოს შედარებით ახალი ფოტოსესიიდან.

mshoblebi

altთაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ