ბოლო დროს ლიზა გალკინა ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში და როგორც ჩანს, რუსი პრიმადონა არაა წინააღმდეგი შვილის გავარსკვლავების. მაქსიმ გალკინის და ალა პუგაჩოვას ქალიშვილი, ტყუპისცალი ლიზა გალინა იუდაშკინას კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა.
კოლექციას ბევრი რუსი ვარსკვლავის შვილი წარმოადგენდა, თუმცა ლიზა უდაოდ გამორჩეული იყო და ეს შემდეგ პრესაშიც აღნიშნეს.
ალა დარბაზში წინა რიგებში იჯდა, ტყავის შარვალსა და კეპში გამოწყობილი და მხურვალედ გულშემატკივრობდა ქალიშვილს.
შარშან ლიზა თავის ძმასთან - გარისთან ერთად გამოჩნდა პოდიუმზე, წელს სხვა ვარსკვლავების შვილებს უწევდა პარტნიორობას.
შეგახსენებთ, ბავშვები სუროგატმა დედამ 2013 წელს გაუჩინა პუგაჩოვა-გალკინის წყვილს. ბავშვებს წყვილი ფუფუნებაში ზრდის, არაფერს აკლებს და ინსტაგრამზეც ორივენი ძალიან აქტიურად დებენ მათ ფოტოებსა და ვიდეოებს.