"ყველაზე დიდი სტიმული ჩემთვის ჩემი ოჯახია" - 15 წლის ულამაზესი ქართველი მოდელი, რომელმაც უცხოური სააგენტოები მოხიბლა - მშობლები

"ყველაზე დიდი სტიმული ჩემთვის ჩემი ოჯახია" - 15 წლის ულამაზესი ქართველი მოდელი, რომელმაც უცხოური სააგენტოები მოხიბლა

2019-04-08 14:29:43+04:00

„ბომონდის“ ახალი რუბრიკის „ბლიც ინტერვიუს“ სტუმარი 15 წლის მოდელი მატილდა გვარლიანია, რომელიც დასამახსოვრებელი სილამაზითა და განსხვავებული ვიზუალით მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

მატილდას ამ დროისთვის წარმატებულ სამოდელო სააგენტოებთან: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი) აქვს კონტრაქტი ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული Pull and Bear-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის კამპანიაში. „ბომონდი“ გიზიარებთ ბლიც ინტერვიუს ახალგაზრდა მოდელთან:

პირველი შეგრძნებები პოდიუმზე...

- ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. ძალიან ვღელავდი, მაგრამ პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი.

mshoblebi

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე...

- ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ჩემს ცხოვრებაში ჩემი დის დაბადების დღე იყო, რომელიც ულევი ბედნიერებითა და ენერგიით მავსებს.

სტიმულს მაძლევს...

- ყველაზე დიდი სტიმული ჩემთვის ჩემი ოჯახი და სამეგობროა, რომელიც სულ მუდამ გვერდში მიდგას და მათ მხარდაჭერას ვგრძნობ ნებისმიერ წამოწყებაში. განაგრძეთ კითხვა