შვილი თუ აქსესუარი? - ბავშვი "აჟურულ" სამოსში
შვილი თუ აქსესუარი? - ბავშვი "აჟურულ" სამოსში
კიმ კარდაშიანი არა მხოლოდ მილიონიან საჩუქრებს ყიდულობს ერთადერთი შვილის – ნორტ უესტისთვის. ცოტა ხნის წინ მას ორეულიც დაუქირავა, ბოლო დროს კი მოდის ჩვენებებზეც დაატარებს. თანაც, ნორტს ზუსტად იმ ფერებსა და ისეთი ქსოვილის სამოსს აცმევენ, როგორც დედამისია შემოსილი. რამდენიმე დღის წინ კიმს შიფონის "აჟურული", გამჭვირვალე შარვალი ეცვა, და კიმმა ამ პაწაწინა გოგოსაც ისეთივე სამოსი ჩააცვა.
მართალია, დედა-შვილი ერთმანეთს უხდებიან და სამოსითაც შეეფერებიან, თუმცა მაინც ჩნდება ერთი შეკითხვა – ნორტი ამ შემთხვევაში მხოლოდ აქსესუარის როლს ხომ
არ თამაშობს? ფაქტია, ბავშვს დიდი აღტაცება არ აწერია სახეზე, ან რა სიამოვნება უნდა ჰპოვოს წლინახევრის ბავშვმა მოდის თავყრილობებსა თუ წვეულებებზე? თუნდაც, ბრენდულ და "დიდურ" სამოსში გამოწყობილმა?
mshoblebi

mshoblebi

5919
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ოოო
0
წაიყვანს წაიყვანოო არ წაიყვანს მალავსოოო ატაროს რა მოხდა, ჩააცვას რაც უნდა რა პრობლემა, სვილი რომ ძალიან უყვარს მაგაში ვინმეს ჭვი ეპარებაა
11:41 / 10-10-2014
megi
0
დედამიწის ზურგზე ყველაზე უსაზიზღრესი საჯდომი აქვს.თვალხილული ბნელი უნდა იყო ეს რომ მოიწონო.გულისამრევია.ვისაც მოგწონთ ....
09:56 / 10-10-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი