19 წლის ლილი-როუზ დეპი ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილია, რომელმაც საკმაო წარმატებებს მიაღწია სამოდელო სფეროში და ვარსკვლავურ შვილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
ლილი "შანელთან" თანამშრომლობს, თამაშობს ფილმებში, ცნობილი ჟურნალების გარეკანებისთვის იღებენ და ერთი სიტყვით, სრულფასოვანი ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობს, უკვე მშობლებისგან დამოუკიდებლად.
ხშირად მსჯელობენ იმაზე, ვის ჰგავს ლილი. ფაქტია, დედისგანაც და მამისგანაც საუკეთესო აიღო და ულამაზესი გოგო დადგა, განსაკუთრებული შარმით.
- მშობლებს ყოველთვის უნდოდათ, რომ მაქსიმალურად ჩვეულებრივი ცხოვრება მქონოდა და მასწავლეს პირადი სივრცის დაფასება. ძალიან ძნელია კამერების თვალთახედვის არეში ცხოვრება, როცა ახალგაზრდა ხარ და განსაკუთრებული ყურადრების ქვეშ იზრდები. ჩემი ყველა მეგობარი თანასკოლელები არიან და მათთან თავს კარგად ვგრძნობ, - ამბობს ლილი როუზი, - მინდა, ცხოვრებაში ყველაფერი გავაკეთო, რაც დედამ შეძლო - ვიყო მომღერალი, მოდელი და მსახიობი. რაც შეეხება ჩემს კინოკარიერას, რა თქმა უნდა, როცა ასეთი გვარი გაქვს და როცა ჯონი დეპის შვილი ხარ, იოლად მიიღებ როლებს, თუმცა ამ აზრს ყოველთვის ვაპროტესტებდი. მიმაჩნია, რომ ორმაგად და უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვიმუშავო, რათა ადამიანებს დავუმტკიცო, მე აქ იმიტომ კი არ ვარ, რომ იოლად მოდის ჩემთან ეს ყველაფერი.
ლილის მშობლები რა ხანია გაიყარნენ, თუმცა გოგონას ორივე მშობელთან თანაბრად კარგი ურთიერთობა აქვს. პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებს, თუმცა რამდენიმე ცნობილ ახალგაზრდა მსახიობთან რომანს მიაწერენ. თავად არ აკეთებს კომენტარს და პაპარაცებსაც არ აძლევს "სამხილებს".
მონიკა ბელუჩის 14 წლის ქალიშვილი მოდელი გახდა - ახალი ფოტოები, რომლებმაც საზოგადოება მოხიბლა