ეს ზაფხული ლიბანელებს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ. ცნობილმა დიზაინერმა ელი სააბმა, 18 ივლისს ვაჟს გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტუმრები მთელი მსოფლიოდან ლიბანში გაფრინდნენ. 55 წლის დიზაინერმა ელი სააბმა, რომლის საღამოს კაბებსაც ჯენიფერ ლოპესი, ანჯელინა ჯოლი, ქენდალ ჯენერი და სხვა ცნობილი სახეები ირგებენ, ხოლო მის მიერ შექმნილი საპატარძლო კაბები ალბათ სამყაროს ყველა გოგონასთვის ყველაზე საოცნებოა, ვაჟს დიდებული დღესასწაული მოუწყო. ელი სააბის ვაჟი ულამაზეს გოგონაზე, კრისტინა მურადზე დაქორწინდა. რასაკვირველია, ყველა ელოდა, როგორი კაბით წარდგებოდა გოგონა საზოგადოების წინაშე.
პატარძალს ერთ დღეს ოქროსფერი მბრწყინავი კაბა ეცვა, თუმცა ყველაზე მთავარი ის საოცარი საპატარძლო კაბა იყო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.
წყვილმა 18 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ქორწილი 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ცერემონია Le Plateau de Bakish-ში გაიმართა, შემდეგ კი ოჯახმა გადაწყვიტა, დღესასწაული საოჯახო მამულში გაეგრძელებინათ დღესასწაული. ქორწილი ბეირუთში გაგრძელდა, უზარმაზარი ტორტით, მუსიკოსებით, დილამდე ცეკვით.
ქორწილი გრანდიოზული სანახაობრივი სალუტით დასრულდა.
როგორც აღინიშნა, ელი სააბმა დედოფლის კაბა თავად შეკერა.