რიანამ თავისი ორეული ბავშვი იპოვა, რომელიც ინტერნეტვარსკვლავად აქცია
რიანამ თავისი ორეული ბავშვი იპოვა, რომელიც ინტერნეტვარსკვლავად აქცია
ამ ბავშვს მართლაც ძალიან ამსგავსებენ რიანას, არა მხოლოდ მისი თაყვანისმცემლები, არამედ მისი ახლო მეგობრებიც და თავად მომღერალიც კი აღიარებს ამას. 
ფოტო თავად რიანამ გამოაქვეყნა ინსტაგრამზე და მიაწერა: „კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან“. მის ფანებს თავიდან ეგონათ, რომ ეს მომღერლის ბავშვობის ფოტო იყო, ან გამაახალგაზრდავებელი ფილტრის შედეგი. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს 6 წლის გოგონა ალაა, რომელიც მართლა ორეულივით ჰგავს ვარსკვლავს.
mshoblebi
ფოტო ბავშვის დედას გამოუქვეყნებია ინსტაგრამზე და რიანა მოუნიშნავს ფოტოს ქვეშ. როდესაც
მომღერალმა ფოტო ნახა, გადაწყვიტა, თავადაც გამოექვეყნებინა და ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავად აქცია ალა. 

mshoblebi
მსგავსებამ ვარსკვლავებიც გააოგნა. სნუპ დოგმა დააკომენტარა: „როდის მოასწარი ბავშვის გაჩენა?“, მირანდა კერმა კი მიაწერა ფოტოს: „საოცრება“.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ რიანამ გამოაცხადა, რომ ძალიან უნდა დედობა. ალბათ, ამ ბავშვის ამბავი კიდევ უფრო მეტად უბიძგებს, რომ დააჩქაროს პროცესები და პირადი ცხოვრება აიწყოს მალე.
mshoblebi
პატარა ალა დედასთან ერთად

mshoblebi
4421
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
n
3
ამ ბავშვის დედა ერთ კაბას თუ უყიდის კარგი იქნება
15:39 / 26-07-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი