სნუდები - წლის ყველაზე მოდური შარფები დედებისა და მათი ქალიშვილებისთვის - მშობლები

სნუდები - წლის ყველაზე მოდური შარფები დედებისა და მათი ქალიშვილებისთვის

2014-10-09 08:08:59+04:00

ეს მრავალფუნქციური თბილი შარფები უნივერსალურია წელს არც ისე თბილ ზამთარს გვპირდებიან, თანდათან უკვე აცივდა და საჭირო გახდა თბილი აქსესუარები. თბილი და იმავდროულად - მოდური. წლის ყველაზე მოდურ ნაქსოვ აქსესუარად უკვე დასახელდა ე.წ. შარფი-სნუდები, რომლებსაც წლების წინ "შარფი-საკვამურის" სახელითაც იცნობდნენ. ახლა მან მცირედ შეიცვალა ფორმა, უფრო დახვეწილი გახდა, ზოგიერთს ღილებიც აქვს. რაც მთავარია, სამოსს საყელოსავითაც ერგება და შარფის ფუნქციასაც ასრულებს, განსაკუთრებულ სიცივეში კი თავზეც შეიძლება მისი დაფარება. თანაც, ნებისმიერ სამოსზე შეიძლება მისი მორგება - ქურთუკზე, ჟაკეტზე თუ პალტოზე.

წელს ნაქსოვი შარფი-სნუდი თუ გექნებათ გარდერობში დედასა და შვილს, ეს საუკეთესო არჩევანი იქნება.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

ასევე მოდურია ყურებიანი სნუდები

mshoblebi

mshoblebi

უფრო პატარებისთვის კი საკმაოდ მოდური გახდა ე.წ. თოჯინების ქუდები - ნაქსოვი ქუდები ნაწნავებით და სხვა მოსართავებით, რომელიც პატარას კიდევ უფრო გაუხალისებს გარეთ გასვლას, იმ ბავშვებსაც კი, რომლებსაც ქუდის დაფარება არ უყვართ, აუცილებლად მოანდომებს.

mshoblebi