მაშინაც კი, თუ არ იცით ვინ არის ტილან ბლონდო, მისი ბავშვობის სურათების ნახვისას მიხვდებით, რომ ის ბევრჯერ გყავთ ნანახი. მან ხომ სახელი გაითქვა, როგორც ყველაზე ლამაზმა ბავშვმა მოდელმა.
ჯერ კიდეევ 4 წლის ასაკში სამოდელო კარიერა დაიწყო და მაშინვე გახდა ცნობილი არა მხოლოდ სამოდელო სფეროში, არამედ ხალხშიც.
10 წლის ასაკში ჟურნალმა Vogue-მა გადაიღო ფოტოსესიაში. გოგონას მაკიაჟი და ჩაცმულობა არ შეესაბამებოდა ბავშვის ასაკს. ამიტომ საზოგადოებას უკურეაქცია ჰქონდა მისი ფოტოების მიმართ. ამის ფონზე ტილანმა მიიღო პიარის გარკვეული პორცია.
16 წლისას უკვე ნამუშევარი ჰქონდა ბრენდებთან: Lacoste, Chanel, Ralph Lauren, ასევე გახდა L'Oreal Paris-ის წარმომადგენელი.
2018 წელს, როდესაც გოგონას 18 წელი შეუსრულდა, TC Candler-ის ექსპერტებმა პლანეტის 100 ლამაზ გოგონას შორის, ტილანს არგუნეს პირველი ადგილი.
ყველაზე ლამაზი ბავშვიდან ყველაზე ლამაზ ქალამდე - ბუნებამ მართლაც ძალიან მოინდომა, როდესაც მისი სახის ნაკვთებსა და ტანს „ძერწავდა“.
მშობლები - დიზაინერი და ყოფილი მოდელი დედა და მამა - ცნობილი ფეხბურთელი პატრიკ ბლონდო, ყოველთვის მის გვერდით არიან და მხარს უჭერენ ყველა წამოწყებაში.
როდესაც გაიზარდა, ყველას აინტერესებდა თუ ვინ გახდებოდა მისი რჩეული. თინეიჯერობის ასაკში ის არ ასაჯაროებდა თავის პირად ცხოვრებას. სამაგიეროდ, ახლა სიამოვნებით აქვეყნებს ფრანგი ჯიჯეა მილანა მერიტეს ფოტოებს.
პირველი ერთობლივი ფოტო წყვილმა ინსტაგრამში იანვარში ატვირთა. როგორც ჩანს, მათ ძალიან თბილი და მშვიდი ურთიერთობა აქვთ. შეყვარებულები ბევრს მოგზაურობენ.
მომავალში ტილანი აპირებს სამოდელო კარიერის გაგრძელებას, რადგან ამ სფეროში თავს კომფორტულად გრძნობს და თანაც - საკმაოდ მოთხოვნადია.