დარჩება თუ არა სამოდელო სფეროში მსოფლიოს ულამაზეს ბავშვად აღიარებული გოგონა, რომელიც უკვე 19 წლისაა - მშობლები

დარჩება თუ არა სამოდელო სფეროში მსოფლიოს ულამაზეს ბავშვად აღიარებული გოგონა, რომელიც უკვე 19 წლისაა

2019-08-21 19:00:03+04:00

მაშინაც კი, თუ არ იცით ვინ არის ტილან ბლონდო, მისი ბავშვობის სურათების ნახვისას მიხვდებით, რომ ის ბევრჯერ გყავთ ნანახი. მან ხომ სახელი გაითქვა, როგორც ყველაზე ლამაზმა ბავშვმა მოდელმა.

ჯერ კიდეევ 4 წლის ასაკში სამოდელო კარიერა დაიწყო და მაშინვე გახდა ცნობილი არა მხოლოდ სამოდელო სფეროში, არამედ ხალხშიც.

mshoblebi

10 წლის ასაკში ჟურნალმა Vogue-მა გადაიღო ფოტოსესიაში. გოგონას მაკიაჟი და ჩაცმულობა არ შეესაბამებოდა ბავშვის ასაკს. ამიტომ საზოგადოებას უკურეაქცია ჰქონდა მისი ფოტოების მიმართ. ამის ფონზე ტილანმა მიიღო პიარის გარკვეული პორცია.

mshoblebi

16 წლისას უკვე ნამუშევარი ჰქონდა ბრენდებთან: Lacoste, Chanel, Ralph Lauren, ასევე გახდა L'Oreal Paris-ის წარმომადგენელი.

mshoblebi

2018 წელს, როდესაც გოგონას 18 წელი შეუსრულდა, TC Candler-ის ექსპერტებმა პლანეტის 100 ლამაზ გოგონას შორის, ტილანს არგუნეს პირველი ადგილი.

ყველაზე ლამაზი ბავშვიდან ყველაზე ლამაზ ქალამდე - ბუნებამ მართლაც ძალიან მოინდომა, როდესაც მისი სახის ნაკვთებსა და ტანს „ძერწავდა“.

mshoblebi

მშობლები - დიზაინერი და ყოფილი მოდელი დედა და მამა - ცნობილი ფეხბურთელი პატრიკ ბლონდო, ყოველთვის მის გვერდით არიან და მხარს უჭერენ ყველა წამოწყებაში.

mshoblebi

როდესაც გაიზარდა, ყველას აინტერესებდა თუ ვინ გახდებოდა მისი რჩეული. თინეიჯერობის ასაკში ის არ ასაჯაროებდა თავის პირად ცხოვრებას. სამაგიეროდ, ახლა სიამოვნებით აქვეყნებს ფრანგი ჯიჯეა მილანა მერიტეს ფოტოებს.

mshoblebi

პირველი ერთობლივი ფოტო წყვილმა ინსტაგრამში იანვარში ატვირთა. როგორც ჩანს, მათ ძალიან თბილი და მშვიდი ურთიერთობა აქვთ. შეყვარებულები ბევრს მოგზაურობენ.

mshoblebi

მომავალში ტილანი აპირებს სამოდელო კარიერის გაგრძელებას, რადგან ამ სფეროში თავს კომფორტულად გრძნობს და თანაც - საკმაოდ მოთხოვნადია.