ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის ირაკლი ნოზაძის, იმავე პიკასოს უმცროს ქალიშვილს ნიაკოს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ნიაკო ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავია, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვაც კი აქვს და ბოლო დროს მოდელობაც შეითავსა - სხვადასხვა მაღაზიისა და ბრენდისთვის საბავშვო სამოსსა და აქსესუარებს არეკლამებს.
ნიაკოს თავისი გვერდი აქვს ინტერნეტში, რომელსაც 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის ფოტოებსა და ვიდეოებს ათასობით მოწონება და კომენტარი სდევს ხოლმე.
როგორც ცოტა ხნის წინ ჩვენთან ინტერვიუში დედამისმა, პროფესიით ფსიქოლოგმა ია დუდაშვილმა ისაუბრა, ის ყველანაირად უწყობს ხელს ბავშვის თავისუფლებას, სამყაროს შეცნობას და მის პოპულარობაშიც ცუდს ვერაფერს ხედავს.
- ნიაკოს გვერდი შევქმენი ბოლო პერიოდში, როდესაც მივხვდი, სისტემატიურად იყო მოთხოვნა, რომ უფრო ხშირად ენახათ. შემთხვევით გააზიარეს ემიგრანტების ჯგუფში მისი ერთ-ერთი ვიდეო და იმხელა სიყვარული და სითბო დაიმსახურა, სისტემატიურად ითხოვენ და ემიგრანტების შვილობილსაც კი ეძახიან. წერენ, რომ რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეთ (და ყველამ კარგად ვიცით, რა პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ადამიანებს), ნიაკოს დანახვა ცხოვრებას უხალისებთ. როდესაც ამჯგუფში გავწევრიანდი, იქ იმდენი დადებითი წავიკითხე ჩემს შვილზე, რომ დღემდე მომყვება ეს ემოცია. ბედნიერი ვარ, რომ მათი ყოველდღიური ღიმილის ერთ-ერთი მიზეზი ნიაკოა. ძირითადი მიზეზი ეს იყო და ამ ჯგუფის გარეთაც ბევრი აღმოჩნდა, ვისაც ძალიან შეუყვარდა და სიამოვნებს მისი დანახვა. კომენტარებში უკვე ნიაკოს ტერმინებით საუბრობენ და მგონი ყველა კეთილი ადამიანი მის ფეიჯზე შეიკრიბა, რაც ძალიან მახარებს. ჩვენ პოზიტივს ვჩუქნით და სანაცვლოდ ორმაგად სასიამოვნო ემოციებს ვიღებთ გვერდის მომხმარებლისგან, - ამბობდა ია ჩვენთან ინტერვიუში.
იხილეთ სრულად ნიაკოს დედის ინტერვიუ: