როგორ გამოიყურება ახლა სამყაროს ყველაზე ლამაზი ბავშვი
კრისტინა პიმენოვა 2014 წელს გახდა ცნობილი, როცა ტილან ბლონდო, რომელიც ადრე სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულს ფლობდა, გაიზარდა და საბავშვო კატეგორიაში აღარ შედიოდა. თუმცა, ადგილი ცარიელი არ დარჩა და მის ნაცვლად აღიარება კრისტინამ მოიპოვა.

mshoblebi
პიმენოვა რუსეთში დაიბადა, თუმცა 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მამამისი ყოფილი ფეხბურთელია, დედა კი განათლებით ეკონომისტია, თუმცა ახლა მოდელი შვილის მენეჯერად მუშაობს.

mshoblebi
როდესაც გოგონა ძალიან პოპულარული გახდა, ბევრი საუბრობდა, რომ დედა
მას შემოსავლის წყაროდ იყენებდა. თითქოს დედამისი, გლიკერია, თავად იყო ახალგაზრდობაში მოდელი, თუმცა მისი კარიერა არ შედგა და ახლა საკუთარ ვერასრულებულ ოცნებას შვილის მეშვეობით იხდენს.

mshoblebi
ზოგიერთი ფოტოს გამო მშობლებს ბრალიც კი დასდეს, რომ ბავშვს აიძულებდნენ, როგორც დიდი, ისე მოქცეულიყო. კრისტინას დედა ირწმუნებოდა, რომ სამოდელო ბიზნესში, განსაკუთრებით კი უცხოელი ფოტოგრაფებისთვის, ბავშვისთვის მაკიაჟის გაკეთება ჩვეულებრივი ამბავია და თუ ვინმე პატარა გოგონას მოკლე შორტით ვულგარულად აღიქვამს, ეს მისი პრობლემაა.

mshoblebi
სინამდვილეში, ტილან ბლონდოსგან განსხვავებით, კრისტინა ფოტოებზე ყოველთვის ბუნებრივად და ასაკის შესაფერისად გამოიყურებოდა.
პიმენოვამ ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოპოვება არა მხოლოდ საკუთარი სილამაზით, არამედ საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებითაც შეძლო. ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში კამერების წინ თავს შესანიშნავად გრძნობდა. არ
მორცხვობდა და თავისუფალი იყო, რაც სამოდელო ბიზნესში ბრენდებს ძალიან სჭირდებათ. 10 წლის ასაკში მან სამოდელო სააგენტოებთან 2 კონტრაქტი გააფორმა.

mshoblebi

ახლა კრისტინა 14 წლისაა და მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ ფოტოსესიებში არ მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოზარდია, მას შეუძლია ცნობილ ბრენდებთან იმუშაოს, როგორც ზრდასრულმა, რადგან პიმენოვა სკოლის მოსწავლეს კი არა, სტუდენტს უფრო ჰგავს. რა თქმა უნდა, არსად ეჩქარება, მაგრამ მშობლების დამოკიდებულებით თუ ვისმჯელებთ, გოგონას კარიერა მისი ასაკის შესაფერისად გაგრძელდება.

mshoblebi

ნებისმიერ შემთხვევაში, ის გარეგნობისა და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობის გამო, მარტივად მოახერხებს სამოდელო კარიერის გაკეთებას. ამ საქმეში კი მას მშობლები ძალიან ეხმარებიან და მხარს უჭერენ.
mshoblebi
ცნობილი საბავშვო ბრენდების რეკლამაში კრისტინა არაერთხელ გადაუღიათ. ვინ იცის, შეიძლება ის ძალიან ცნობილი დიზაინერების ჩვენებებსა და ბილბორდებზეც კი ვიხილოთ. მთავარია, რომ გოგონას ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს.


altდარჩება თუ არა სამოდელო სფეროში მსოფლიოს ულამაზეს ბავშვად აღიარებული გოგონა, რომელიც უკვე 19 წლისაა


altმსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონად აღიარებული 6 წლის ნიგერიელი მოდელი მოდის სამყაროს იპყრობს


2371
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?