ნინო ცქიტიშვილი ცნობილ ქართველ მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, აქტიური და წარმატებულია. ჯერ კიდევ 14 წლისამ დაიწყო სამოდელო კარიერა - სრულიად შემთხვევით ქუჩაში ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა აღმოაჩინა. შემდეგ 10 წელზე მეტი მუშაობდა მოდელად სხვა ცნობილ მოდელებთან - თაკო ჩხეიძესთან, ლალი ტოტიკაშვილთან, სალომე ღვინიაშვილთან და სხვებთან ერთად. ბოლო წლებშიც ასევე აქტიურად არის ჩართული სამოდელო სფეროში - უკვე, როგორც სააგენტოს დამფუძნებელი და მისი სააგენტოდან დაიწყო ბევრი ახალი თაობის შემდგარი მოდელის კარიერა. მათ შორის არის, რასაკვირველია, ბოლო წლების ყველაზე პოპულარული და საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტად წარმატებული მოდელი, ნინოს უფროსი ქალიშვილი, ულამაზესი თაკო ნაცვლიშვილი.
თაკო ნაცვლიშვილი
თაკოს გარდა, ნინოს და მის მეუღლეს - ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს კიდევ სამი შვილი ჰყავთ. ნინო მრავალშვილიანი დედაა, თუმცა შესანიშნავ ფორმაშია ყოველთვის.
ნინო და ვატო
როგორც თავად ამბობს, მისი საიდუმლო არის სწორი კვება და ვარჯიში, რა თქმა უნდა - გენეტიკაც. არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არ იცავს დიეტებს და არც არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ.
ნინო ახლაც სიამოვნებით მონაწილეობს ფოტოსესიებში - მარტო თუ თავის შვილებთან ერთად.
უფრო ხშირად ბოლო დროს შუათანა შვილთან - ანა ნაცვლიშვილთან ერთად ჩნდება ფოტოსესიებში. ანას ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ სამოდელო სფეროში.
ფაქტია, რომ გენეტიკური სილამაზე წყვილის ოთხივე შვილს გადაეცა და არა მხოლოდ გოგონები, ვაჟებიც საკმაოდ სიმპათიურები არიან.
ანა, თაკო და ნინო
ნინო ცქიტიშვილი