"როცა არსებობს შენი ნაწილი - ისეთივე ჯიუტი და მიზანდასახული, მაგრამ ყველაზე ყველაზე..." - ასეთი მინაწერი გაუკეთა შორენა ბეგაშვილი მისი ქალიშვილის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ფოტოს.
ევა ბარბაქაძე ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ჩაერთო სამოდელო სფეროში - სარეკლამო ფოტოსესიებში მონაწილეობს და აშკარად, კარგად გამოსდის ეს საქმე, მოსწონს კიდეც. დედასთან ერთადაც და დამოუკიდებლადაც არეკლამებს სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას.
ეს კი შორენას ფოტოა, 5 წლის ასაკში. სწორედ ასე გამოიყურებოდა მომავალი მოდელი და მსახიობი.