ლეგენდარული მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი დევა ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა უკვე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია საოცარი გარეგნობის და დედასთან მსგავსების გამო.
დევას უკვე არაერთ ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული და "დოლჩე და გაბანას" სახედაც კი იქცა და მის სარეკლამო რგოლში მონაწილეობითაც შეუძლია დაიკვეხნოს.
ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებული ფოტომოდელია, რა იქნება მომავალში, ჯერ უცნობია. თუმცა ფაქტია, დევამ ყველაფერი საუკეთესო მიიღო დედისგან მემკვიდრეობით და ახლა მასზეა, როგორ გამოიყენებს ამ სილამაზეს.