როგორ აცმევს სარა ჯესიკა პარკერი თავის ტყუპ გოგონებს(+ფოტოგალერეა) - მშობლები

როგორ აცმევს სარა ჯესიკა პარკერი თავის ტყუპ გოგონებს(+ფოტოგალერეა)

2014-11-19 05:43:16+04:00

გოგონები მოდური ჩაცმით დედას არ ჩამორჩებიან ჰოლივუდის მსახიობის სარა ჯესიკა პარკერის ტყუპი გოგონები მოდური ჩაცმით დედას არ ჩამორჩებიან. ამჯერად ფოტოობიექტივმა ისინი წვიმიან დღეს, ძიძასთან ერთად სასეირნოდ გამოსულები ფააფიქსირა. გოგონებს, როგორც ყოველთვის, ნათელ ფერებში და ძალიან მოდურად აცვიათ, რაც უდაოდ, დედის დამსახურებაა. ასევე ძალიან უყვართ ფერადი ქოლგები და ჭრელა-ჭრულა რეზინის ბოტები, მითუმეტეს, თუ ბოტებს ქითის ლამაზი ცხვირ-პირიც ამშვენებს. ორივე გოგონა ზურგჩანთითაა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, სარა მათ ერთნაირად არასოდეს აცმევს. ამჯერადაც, ბოტებს თუ არ ჩავთვლით, მათ ერთნაირი არაფერი აცვიათ.

mshoblebi

სარა ჯესიკა პარკერი მსახიობ მეთიუ ბროდერიკზეა დაქორწინებული და 3 შვილი ჰყავს. 17 წლის ვაჟი უილკი და 7 წლის ტყუპები მერიონი და ტაბიტა, რომლებიც წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა.

mshoblebi

mshoblebi

იხილეთ ფოტოგალერეა