ეს ულამაზესი ქალბატონები სილამაზის ეტალონებად, ყველაზე მშვენიერებად და ყველაზე სექსუალურებად არაერთხელ დაუსახელებიათ. ბევრი მათგანის სილამაზის გენს მათი ქალიშვილებიც აგრძელებენ და საკმაო წარმატებითაც. ახლა კი თვალი გადავავლოთ მათ დედებს, რომლებმაც ეს ქალბატონები გაზარდეს და რომელთა უმრავლესობაც სწორედ დედას ჰგავს მშვენიერი გარეგნობით.
ეს მშვენიერი ანჯელინა ჯოლის მშობლები არიან - მსახიობი ჯონ ვოიტი და მარშელინ ბერტრანდი. მშობლები ადრე გაეყარნენ ერთმანეთს და ენჯიმ ბავშვობის წლები ძირითადად დედასთან გაატარა.
მშვენიერი ლივ ტაილერის დედა მოდელი ბები ბლუ გახლავთ, მამა კი მომღერალი სტივენ ტაილერი. წყვილი ადრე დაშორდა ერთმანეთს და ლივმა მამა გვიან გაიცნო. ლივს მშვენიერი დედა ჰყავს და ასევე მშვენიერი ბებია.
ლივი მშობლებთან ერთად
ბოლო დროს ხშირად ჩანს ასპარეზზე მოდელ სინდი კროუფორდის ქალიშვილი კაია ბერგერი, რომელიც დედის გზას გაჰყვა და მოდელობს. ამ ფოტოზე სინდის გვერდით მისი დედაა - ჯენიფერი.
ირინა შეიკი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან მოევლინა მსოფლიო მოდას. ირინას მამაც სიმპათიური ჰყავდა, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ჰყავს ულამაზესი დედა ოლგა შაიხლისლამოვა, რომელიც ახლაც დიდ დროს ატარებს ცნობილ ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად.
ლეგენდარული მონიკა ბელუჩის მშობლები უფრო ნაკლებად ჩნდებიან საზოგადოებაში. პასკუალე ბელუჩის და მხატვარ ბრუნელა ბრიგანტის დიდი სიყვარული აკავშირებთ და ახლაც ბედნიერად თანაცხოვრობენ.
ჯენიფერ ლოპესი დედასთან ერთად
აიშვარია რაი დედასა და ქალიშვილთან ერთად
ბრუკ შილდსი მშობლებთან ერთად
შერონ და დოროთი სთოუნები
კლაუდია შიფერი დედასთან ერთად
გვინეტ პელტროუ დედასთან ერთად
ლეტიცია კასტა მშობლებსა და დასთან ერთად
ლეტიცია კასტა დედასა და ბებიასთან ერთად
კირა ნაიტლი დედასთან ერთად
ნაომი კემპბელი დედასთან ერთად
ჟიზელ ბიუნდჰენი დედასთან ერთად
ცნობილი ლამაზმანების გოგონები - გრძელდება თუ არა სილამაზის გენი
როგორ გამოიყურებოდნენ ლიკა ქავჟარაძის მშობლები და როგორი იყო ის თავის ქორწილში - უცნობი ფოტოები და გულახდილი ინტერვიუ