5 წლის ვარსკვლავი, რომელსაც მილიონობით ფანი ჰყავს
5 წლის ვარსკვლავი, რომელსაც მილიონობით ფანი ჰყავს
პატარა ბრეანა იუნი იმდენად ცნობილი და სათაყვანებელი გახდა ბევრისთვის, რომ უფასოდ იღებენ სასტუმროებში და ძვირფასი მანქანებით დაატარებენ. ცოტა ხნის წინ მისი ოჯახი სამხრეთ კორეიდან დუბაიში გადავიდა რამდენიმე დღით - სამოგზაუროდ. პირველი კლასით ფრენა და ძვირფას სასტუმროებში ცხოვრებაც კი ოჯახს კაპიკი არ დაუჯდა 5 წლის ბრეანას წყალობით - ის ისეთი პოპულარულია, რომ ცნობილი ბრენდები ავსებენ საჩუქრებით, თაყვანისმცემლები კი სწერენ, რომ თავიანთ შვილებზე მეტადაც კი უყვართ.
ბრეანას გვერდს სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს - დაახლოებით იმდენი, რამდენიც, მაგალითად, კამერონ დიასს. ყველაფერი
კი იმით დაიწყო, რომ მისმა მშობლებმა ბრეანას სახალისო ვიდეო დადეს ქსელში - ვიდეოში ბრეანა მღერის, ცეკვავს და უბრალოდ პოზირებს. თანდათან გოგონა ძალიან პოპულარული დახდა და ახლა აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვია.
mshoblebi

გოგონას მშობლები გაოცებას ვერ მალავენ: "აზრზე ვერ მოვდივართ, რატომ გახდა ასეთი პოპულარული მაინცდამაინც ჩვენი გოგონა. ის ჩვეულებრივი გოგონაა, რაიმე განსაკუთრებული ნიჭის გარეშე. მართალია, ცუდად არ ცეკვავს და არც კამერის წინ გრძნობს კომპლექსებს. მაგრამ ამას ბევრი აკეთებს. ბრეანას დანახვაზე კი ადამიანები რატომღაც ბედნიერებას განიცდიან და ეს მოსწონთ".
მშობლები ღელავენ კიდეც ამ პოპულარობის გამო, მაგრამ აღიარებენ, რომ არ იციან, ეს როგორ შეაჩერონ. "როცა რომელიმე სავაჭრო ცენტრში მივდივართ, ბრეანას გულწრფელად უკვირს, თუ არავინ სთხოვს მასთან ფოტოს გადაღებას",
- ამბობს 27 წლის ჯოსლინი, გოგონას დედა.

იხილეთ ბრეანას ერთ-ერთი ვიდეო

თაყვანისმცემლების გარდა გოგონას კრიტიკოსებიც ჰყავს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მშობლები მისი პოპულარობით სარგებლობენ და მას თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. ფსიქოლოგები კი აფრთხილებენ, რომ ბავშვის ფსიქიკა ხშირად ვერ უძლებს ასეთ ყურადღებას და მსგავსი ისტორიები ცუდად მთავრდება ხოლმე.
mshoblebi

ასევე იხილეთ: ყველაზე სკანდალური ბავშვი
პლანეტის ყველაზე მდიდარი ბავშვები
10614
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლიზა
0
ისე როგორ უნდა გამოტვინდე ქალი, თქვა რომ ვიღაც შენს შვილზე მეტად გიყვარს, საცოდავი.
10:55 / 01-12-2014
მსგავსი სიახლეები