ჰაიდი კლუმის 16 წლის ქალიშვილმა მოდის სამყარო დაიპყრო - მშობლები

ჰაიდი კლუმის 16 წლის ქალიშვილმა მოდის სამყარო დაიპყრო

2021-02-04 07:49:52+04:00

47 წლის მოდელი ჰაიდი კლუმი შესანიშნავ ფორმაშია და კვლავაც მონაწილეობს ფოტოსესიებში. ცოტა ხნის წინ კი მისმა ქალიშვილმა მოდის სამყარო აალაპარაკა. 16 წლის ლენი კლუმი "ვოგის" გარეკანზე აღმოჩნდა დედასთან ერთად, მერე კი ბერლინში მოდის კვირეულის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

mshoblebi

მოდის სამყაროში უკვე ალაპარაკდნენ მის შესანიშნავ გარეგნობაზე და ისი აღნიშნეს, რომ მას სულ სხვაგვარი სილამაზე აქვს.

mshoblebi

ჰაიდიმ აღიარა, რომ ადრეც ჰქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა ბრენდისგან, თუმცა მიაჩნდა, რომ ლენი პატარა იყო და სანამ 16 წლის არ გახდა, არ გამოუჩენია სამოდელო ბიზნესში. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ჯერ ახლაც ძალიან პატარაა და ეცდება, ყურადღება არ მოადუნოს და მის პირველ ნაბიჯებს სამოდელო სფეროში სიფრთხილით ეკიდება.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

ლენი ჰაიდი კლუმს ფლავიო ბრეატორესთან ქორწინებიდან ჰყავს.

mshoblebi