მეგან და მორგან ბოიდები სოციალური ქსელის ვარსკვლავები რამდენიმე წლის წინ გახდნენ. გენების თამაში მართლაც ამოუცნობია - ბავშვი შეიძლება არც დედას ჰგავდეს, არც მამას, ან შეიძლება მათგან იშვიათი ნაკვთები მიიღოს მემკვიდრეობით - ღრმული ლოყაზე, მწვანე თვალები, ჟღალი თმა - ეს ყელაფერი გენეტიკური მუტაციაა. მეგანის და მორგანის შემთხვევაში გენეტიკამ უჩვეულოდ "ითამაშა" - მათ მუქი კანი და შავი თმა აქვთ, თუმცა ცისფერი თვალები, მორგანის შემთხვევაში კი ჰეტეროქრომიაც დაემატა და ერთი თვალი ცისფერი აქვს, მეორე - ყავისფერი.
მათ დედას სჯერა, რომ ისინი ბევრს მიაღწევენ. სოციალურ ქსელში 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავთ და რეგულარულად მონაწილეობენ ფოტოსესიებში, ფულსაც უკვე შოულობენ თავიანთი ინსტაგრამ გვერდით.
უნიკალური ღია ფერის თვალები ბავშვებს დედისგან ერგოთ, მას - თავისი მამისგან. ხოლო ბიძას და ბებიის დას ზუსტად მორგანივით ცალი თვალი ცისფერი აქვთ და ცალი - ყავისფერი.
გოგონები იმითაც გახდნენ პოპულარულები, რომ რიანას ამსგავსებენ და ამ ცნობილი მომღერლის ფანებისთვისაც გამორჩეულად საყვარლები არიან.
მომავალში გოგონები მოდელობას აპირებენ.