"პირველი გარეკანი დედასთან ერთად" - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა ფოტოები მონიკა ბელუჩის ქალიშვილმა დევა კასელმა. გოგონა რა ხანია, ცნობილი მოდელია და არაერთ რეკლამაში თუ ფოტოსესიაში გადაიღეს.
თუმცა იტალიური "ვოგი" პირველი ჟურნალია, რომლის ყდაც დედა-შვილმა ერთად დაამშვენა.