არსებობს რელიგიური ნორმა, რომლის თანახმადაც სახის ნებისმიერი ნაკვთის გამოსახვა იკრძალება რელიგიური ნორმების დასაცავად, ახალ თოჯინას სახე არ აქვს და ჰიჯაბი აცვია. თოჯინის ავტორი მუსლიმანი მასწავლებელია, რომელმაც დიზაინერობა დაიწყო. მისი თქმით, თოჯინა სხვადასხვა მშობელთან საუბრის შემდეგ ჩაიფიქრა. მომავალში წიგნის დაწერასაც გეგმავს, რომელიც ბავშვების რელიგიურ აღზრდას შეეხება.
"არსებობს რელიგიური ნორმა, რომლის თანახმადაც სახის ნებისმიერი ნაკვთის გამოსახვა იკრძალება. ეს ძირითადად ეხება ნახატებს, ქანდაკებებს, თოჯინებს", - ამბობს მასწავლებელი.
შარიათის კანონების მიხედვით შექმნილი თოჯინის ფასი 25 გირვანქა სტერლინგია.