Family Look - ასე ჰქვია სტილს, რომელიც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ამერიკაში გამოჩნდა. დიდი დეპრესიის პერიოდში დიდ პროპაგანდას უწევდნენ ოჯახის ინსტიტუტს. მოდური იყო ერთნაირად შემოსვა და ფოტოების ასე გადაღება.
ოჯახური სტილი, განსაკუთრებით, ერთ ფერში, მსგავს სამოსში შემოსილი დედა და ქალიშვილი, დღესაც ტრენდულია.
რასაკვირველია, ამ სტილში ცნობილი დედიკოები და შვილებიც იმოსებიან. მაგალითად, ირინა შეიკი, კიმ კარდაშიანი და სხვები.
ქართველ ცნობილებს შორის ბოლო დროს ჯანეტ ქერდიყოშვილმა შეაჩერა არჩევანი ამ სტილზე და ქალიშვილ ანა სულაბერიძესთან ერთად ხშირად იღებს ფოტოებს ერთ სტილში, ერთ ფერში შემოსილი.