კანიეიმ გოგონას 62 ათას დოლარად ღირებული ბრილიანტისთვლებიანი გვირგვინი აჩუქა სიყვარულს ფულით ვერ იყიდი, თუმცა ვარსკვლავ მშობლებს ჰგონიათ, რომ რამდენიმეათასიანი და მილიონიანი საჩუქრით სამუდამოდ ამახსოვრებენ ბავშვს თავს და ამაზე უკეთესს ვერაფერს გაუკეთებენ. ერთ-ერთმა ყველაზე განებივრებულმა პატარამ – კიმ კარდაშიანისა და კანიეი უესტის ქალიშვილმა ნორტმა საშობაოდ მართლაც უძვირფასესი საჩუქრები მიიღო. განსაკუთრებით მამამისი გაისარჯა და გოგონას საშობაო საჩუქრებზე 74 ათასი დოლარი დახარჯა. აქედან 62 ათასი დოლარი ბრილიანტის თვლებით მოჭედილ ნამდვილ გვირგვინში გადაიხადა – მათი დედოფალი, კანიეის აზრით, სწორედ დედოფლურ საჩუქარს იმსახურებს.
ნორტი წლინახევრის არის, მაგრამ დაბადებიდან ანებივრებენ ასეთი საჩუქრებით, დანარჩენი მსოფლიო კი მონდომებით ადევნებს თვალს მის ბრენდულ სამოსს თუ სახელობით ნივთებს.
ასევე იხილეთ: ვარსკვლავი ბავშვების ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქრები