ქართველ მოდელ თაკო ნაცვლიშვილს, რომელიც ჯორჯო არმანის სახე გახლდათ და ბოლო წლებში ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა იცნობს. ცნობილია ისიც, რომ ყოფილი მოდელია თაკოს დედა, მშვენიერი ნინო ცქიტიშვილ, რომელიც ამჟამად სამოდელო სააგენტოს მფლობელია. არც ისე დიდი ხანია, თაკოს უმცროსი და ანაც გამოჩნდა სამოდელო სფეროში და მისი ახალი ფოტოსესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანასაც დიდი წარმატება ელოდება ამ საქმიანობაში.
ცნობისათვის, ნინო ცქიტიშვილის მეუღლე ყოფილი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილია. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - თაკოს და ანას ორი ძმა ჰყავთ.