გოგონამ ბარბის სახით და ჰალკის სხეულით მსოფლიო აალაპარაკა - თვალებს არ დაუჯერებთ!
გოგონამ ბარბის სახით და ჰალკის სხეულით მსოფლიო აალაპარაკა - თვალებს არ დაუჯერებთ!
ამ საოცრად მიმზიდველი სახის მქონე გოგონას იულია ვინსი ჰქვია. სამი წლის წინ ჩვეულებრივი გოგონა იყო, ასეთივე ლამაზი და, როგორც ამბობენ ხოლმე, ბარბის სახით. თუმცა ამბობს, რომ ამის გამო სკოლაში სულ პრობლემები ჰქონდა. გოგონებს შურდათ და გამუდმებით ერჩოდნენ, აბრაზებდნენ, დასცინოდნენ. ბიჭებიც, ალბათ ყურადღების მისაქცევად, ხშირად აღიზიანებდნენ და როგორც თვითონ ამბობს, თავის დაცვას ვერ ახერხებდა. "მორცხვი ვიყავი, უსუსური, ბევრი კომპლექსი მქონდა".
mshoblebi
მაშინ, როცა ფსიქოლოგიურად გაუჭირდა, არც მეგობარი აღმოჩნდა გვერდით და ვერც მშობლებმა იგრძნეს მისი პრობლემები, სამაგიეროდ, სკოლასთან ახლოს იყო სპორტული დარბაზი. სწორედ
იქ მივიდა 15 წლის იულია და დაიწყო ვარჯიში.
mshoblebi
სულ რამდენიმე თვეში ისეთი კუნთები დაიყენა, არავის ეჯერა. დაიწყო შეჯიბრებებში მონაწილეობა, სახელი გაითქვა მსოფლიოში. მასზე გამუდმებით წერენ დასავლურ პრესაში, თუმცა მშობლიურ რუსეთში ვერ უგებენ. ამბობს, რომ ბევრ ფანთან ერთად მაკრიტიკებელიც ბევრი ჰყავს, რომლებიც ვერაფრით იგებენ, ასეთ მშვენიერი სახის მქონე გოგონას რად უნდა ასეთი "ჰალკის" მსგავსი ტანი და "რატომ იმახინჯებს" გარეგნობას.
mshoblebi
თვითონ ამბობს, რომ ასე ძალიან მოსწონს საკუთარი თავი, თავდაჯერება შეიძინა და ძალიან ბედნიერია. "მშობლებსაც უჭირდათ თავიდან ჩემი გაგება. ბოლოს მიხვდნენ, რომ მე ასეთი ვარ და ასე მინდა ცხოვრება. შემიყვარეს ისეთი, როგორიც ვარ. მეგობრები ჩამომშორდნენ – არ მოსწონთ ასეთ განსხვავებულ ადამიანთან მეგობრობა. სამაგიეროდ, ვირტუალური მეგობარი გამიჩნდა უამრავი, რომელთათვისაც
სამაგალითოც კი ვარ".
იხილეთ ვიდეო "სარატოველ ბარბიზე"
mshoblebi
19591
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
elene
0
dxalian magaria ^__^
11:12 / 07-01-2015
მსგავსი სიახლეები