ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ გარეპა და შოუბიზნესში ჩართვას გეგმავს
ეს ვიდეო ინტერნეტში ვნახე. გარეპილი „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბევრს მოსწონს ამგვარი მიდგომა და ამბობენ, რომ როცა გიჭირს ან გეზარება რთული ტექსტების დამახსოვრება, ეს მეთოდი საკმაოდ ორიგინალური და ეფექტური მიგნებაა. ზოგიერთები კიცხავენ, რომ „ვეფხისტყაოსანს“ არ შეიძლება ასე მოექცე. ერთი სიტყვით, აზრთა სხვადასხვაობა არის, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ვიდეომ დიდი პოპულარობა მოიპოვა. გადავწყვიტეთ, ვიდეოზე ასახული გოგონასთვისაც მიგვეგნო და კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ეს აღმოჩნდა - 17 წლის ეკუნა ყანჩაველი აბიტურიენტია და სამაოდ ეფექტური გარეგნობის გოგონა, რომლის ფოტოებიც სხვადასხვა საიტზე დევს
ქართველ ლამაზმანთა ფოტოებს შორის. მას სხვა მსგავსი ვიდეოებიც აქვს, რომლებიც მისსავე „ფეისბუქზე“ და სხვა ქსელებში აქვს ატვირთული და მის ვიდეოებს, ფოტოებთან ერთად, უამრავი მოწონება აქვს. მის პოპულარობას ისიც უწყობს ხელს, რომ ძალიან მხიარულია და სხვებზეც გადააქვს ეს პოზიტიური განწყობა.
mshoblebi
მოდით, უფრო ახლოს გავიცნოთ ეკუნა:
- ეკუნა ყანჩაველი. აბიტურიენტი ვარ, წელს ვაბარებ.
- "ვეფხისტყაოსნის"გარეპვის იდეა მხოლოდ იმის გამო მოგივიდა, რომ ასე უფრო ადვილად ისწავლო თუ გასართობად უფრო?
- თავიდან გონებაში გავრეპე და მომეწონა, მერე შევკაზმე მუსიკით და შესაბამისი რიტმით.
- როგორც ვხვდები, მღერი ისედაც - სმენა და ხმა გაქვს...
- კი, ვმღერი შეძლებისდაგვარად.
mshoblebi
- სად აპირებ ჩაბარებას? მომავალში რა გეგმები გაქვს - სასიმღერო კარიერაზე ხომ არ
ფიქრობ?

- ჯერჯერობით არ ვიცი, სად ჩავაბარებ და რომელ უნივერსიტეტში, მომავლის გეგმებიც არ ვიცი დაზუსტებით, თუმცა ალბათ უფრო მუსიკას ავირჩევ.
- კარგი გარეგნობა გაქვს და როგორც ვნახე, ინტერნეტში ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს. რაიმე გამოცდილება თუ გაქვს სამოდელო კარიერაში?
- არა, არანირი გამოცდილება არ მაქვს - პუტკუნა ვარ, შესაბამისად, არც გამოვდგები. თუმცა რომც არ ვიყო პუტკუნა, მაინც არ მიზიდავს ეგ სფერო.
mshoblebi
- ზოგადად, კარგი გარეგნობა და სიმღერის ნიჭი შესანიშნავი საფუძველია, რომ შოუბიზნესში დიდ წარმატებას მიაღწიო. ხომ არ გეგმავ რამეს ამ კუთხით?
- ვგეგმავ, ოღონდ ჯერ, რა თქმა უნდა, სურვილის დონეზეა ეს ყველაფერი, ამისთვის ვფიქრობ, საკმარისი არც რესურსი გამაჩნია, არც გამოცდილება, ცხოვრება წინ მაქვს და შევეცდები შევითვისო ყველაფერი, რაც შოუბიზნეს სჭირდება. ვნახოთ როგორ გამომივა.
- ფოტოებზე ბევრგან ირინა შეიკის ან ანჯელინა ჯოლის ჰგავხარ, ალბათ გადარებენ ხოლმე. თუ მოგწონს რომელიმე და თუ გსიამოვნებს, მათ რომ გამსგავსებენ?
- სიმართლე გითხრათ, მეცინება, მსოფლიო დონის ლამაზმანებს რომ მადარებენ. შესაძლოა ზოგიერთ ფოტოში მართლაც ვგავარ, ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, ვგავდე რომელიმეს, მაგრამ ზოგადად არ მიყვარს, ვინმეს რომ ვგავარ, ვცდილობ ყოველთვის ჩემი ხაზი გამოვკვეთო.
mshoblebi
- შენი ვიდეოებისა და ფოტოების მოწონებებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ გამოხატავენ მოწონებას და აბეზარი თაყვანისმცემლებიც ხომ არ არიან მათ შორის, თუნდაც სოციალურ ქსელში?

- მე როგორც ვხვდები, ძირითადად ჩემი ხასიათი მოსწონთ, ის, რომ ყოველთვის პოზიტიური ვარ. აბეზარი თაყვანისმცემლები არ მყავს, პირიქით, ვისაც მოვწონვარ და დადებითად მაფასებს, მეც ყოველთვის კარგად ვარ განწყობილი მათ მიმართ. ყოველდღე მხვდება დადებითი მესიჯები და პოსტები, რაც სტიმულს მაძლევს ყველაფრისთვის.
mshoblebi
- რას ურჩევ შენს თანატოლებს, რთული ტექსტები, რომლებსაც ვერ სწავლობენ, მათაც ხომ არ გარეპონ, რომ უკეთ ისწავლონ? თუ ეს მხოლოდ შენი მეთოდია?
- ამ შემთხვევაში გარეპვა ჩემთვის უფრო მისაღები და ადვილია. ვურჩევ, რომ ყოველთვის მოძებნონ ისეთი ხერხი, რაც ხელსაყრელი იქნება პირადად მათთვის და არ მოექცევიან რაიმე ჩარჩოებში.
mshoblebi
ესაუბრა ლელა ზურებიანი
19264
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
keti
0
კარგი გოგო მაგრამ თხელი ტუჩები აქვს დ თუ ჩაიდგმს სილიკონებს უკეთესი იქნება/
13:44 / 12-03-2015
qeti
0
ავთანდილის ანდერძი მე ზეპირად ვიცოდი, რომ ესწავლა მაგასაც უფრო ნიჭიერი გამოჩნდებოდა
08:47 / 05-02-2015
მსგავსი სიახლეები