პატარა გოგონა, რომელსაც გასუქება არ უნდოდა - ცნობილი მოდელის ტრაგიკული ამბავი
პატარა გოგონა, რომელსაც გასუქება არ უნდოდა - ცნობილი მოდელის ტრაგიკული ამბავი
ეს ქალი ბევრისთვის არის ნაცნობი – იზაბელ კარო დღეს ანორექსიის სიმბოლოა. ფრანგი ფოტომოდელი, მსახიობი და მწერალი ამ უმძიმეს დაავადებას და გასუქების შიშს ემსხვერპლა. თუმცა ბევრისთვის ცნობილი იზაბელ კაროს ნამდვილი ამბავი ძალიან ცოტამ თუ იცის. სინამდვილეში იზაბელის მთავარი პრობლემა ბავშვობიდან და არასწორი აღზრდიდან მოდიოდა.
იზაბელს 13 წლიდან აწუხებდა ანორექსია, ნერვული ფორმა. სხვა გოგონებისგან განსხვავებით, იზაბელი დიეტებით და მხოლოდ მოდელობის სურვილით არ მისულა ამ მდგომარეობამდე. იზაბელის დაავადება ბავშვობის პრობლემებით იყო გამოწვეული.
მამამისი
გამუდმებით მივლინებებში იყო და პრაქტიკულად შინ არ ჩნდებოდა. დედა, რომელსაც ამის გამო დეპრესია ჰქონდა, შიშობდა, რომ უკვე წამოზრდილ შვილსაც არ მიეტოვებინა და პრაქტიკულად, გალიაში აცხოვრებდა – მაქსიმალურად უშლიდა ხელს გარე სამყაროსთან მის ურთიერთობას. მაგალითად, არ უშვებდა ქუჩაში, რადგან მიაჩნდა, რომ ჰაერი ზრდას უწყობდა ხელს და სურდა, ბავშვი არ გაზრდილიყო. სულ სახლში ჰყავდა, ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა და საკვებსაც მცირე ულუფებით აძლევდა – რაც შეიძლება ნელა რომ გაზრდილიყო. იზაბელმაც შთაუნერგა საკუთარ თავს, რომ დედას არ სურდა მისი მალე გაზრდა, ამიტომ დედის სიყვარულით, მინიმალურად იკვებებოდა და ცდილობდა, დედა სამუდამოდ გაებედნიერებინა.
mshoblebi
საბოლოოდ, გოგონას ანორექსია დაემართა. 2007 წელს ის ფოტოგრაფმა ოლივიერ ტოსკანიმ გადაიღო ფოტოსესიაში "არა ანორექსიას", რომელშიც იზაბელმა
შიშველმა მიიღო მონაწილეობა. იმ მომენტში მისი წონა 28 კილოგრამი. ეს სარეკლამო კამპანია იმ მიზნით ჩატარდა, რომ ანორექსიის მიმართ მიეპყროთ ყურადღება.
mshoblebi
მაშინ ბევრს ეგონა, იზაბელი მოდელობის გამო იხდუნებდა თავს, როგორც ბევრი სხვა, და დიეტებისგან დატანჯული მივიდა ამ მდგომარეობამდე. მისი ნამდვილი ისტორია კი გაცილებით შემზარავი იყო.
2008 წელს იზაბელმა გამოსცა წიგნი "პატარა გოგონა, რომელსაც გასუქება არ უნდოდა". მასში აღწერა, როგორ დაავადდა ანორექსიით და როგორ ცდილობდა, ყველასთვის მოეყოლა თავისი ამბავი, ვინც მოდელობას აპირებდა და ამის გამო ხდებოდა.
mshoblebi
იზაბელი 2010 წელს, 28 წლისა გარდაიცვალა. ბოლო დღეები საავადმყოფოში გაატარა მწვავე რესპირატორული დაავადებით, თუმცა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ზუსტად ერთ წელიწადში დედამისმა თავი მოიკლა – როგორც ჩანს, დედამ გააცნობიერა თავისი დანაშაული გოგონას ცხოვრებაში და ვეღარ გაუძლო ამ ტრაგედიას.
39363
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
0
Iქნებ ვერ გააცნობიერა დანაშაული და უბრალოდ Mის დაკარგვას ვერ GაუძLო. Bევნაირი შUბიექტური დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ ფაქტია იმის ნაცვლად მისმა "ზრუნვამ" რა ცუდი შედეგი გამოიღO. Mე როგორც მახსოვს, ამ გოგოს Mხოლოდ ანორექსიის პრობლემა არ Hქონია.
10:07 / 29-04-2015
555
0
ამაზე საშინელი დაავადება არ არსებოობს მსოფლიოში.პირადი გამოცდილებდიდან გეუბნევით.
16:34 / 25-03-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?