ხშირია ტატუირების სალონში სტერილიზაციის დარღვევის შემთხვევები, რაც ზრდის ჰეპატიტით დაავადების ალბათობას ბოლო დროს საქართველოშიც აქტიურად შემოვიდა ტატუს მოდა და უკვე სკოლის მოსწავლეებს შორისაც კი ბევრს შეხვდებით, ვისაც ერთი-ორი ტატუ ამშვენებს. არადა, საკმაოდ ცნობილი ამბავია, რომ ტატუირების გაკეთება ძალიან ბევრ ნიუანსთან არის დაკავშირებული და საკმაო რისკებსაც შეიცავს, რის გამოც, განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული არასრულწლოვნებისთვის:
1. ნანემსარი შეიძლება გაღიზიანდეს და სერიოზული დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს.
2. კანმა შეიძლება ვერ მიიღოს საღებავი და სერიოზული ალერგია გამოიწვიოს, რომლის მკურნალობა არც ისე ადვილია.
3. ხშირია ტატუირების სალონში სტერილიზაციის დარღვევის შემთხვევები, რაც ზრდის რაიმე დაავადების - მაგალითად ჰეპატიტის "აკიდების" ალბათობას, რის მაგალითებიც მრავლად არსებობს. მაგალითად, ყველაზე ცნობილია პამელა ანდერსონის შემთხვევა, რომელმაც ტატუ-სალონში აიკიდა ჰეპატიტი.
4. და კიდევ, მუდმივი ტატუს გაკეთების დროს იმის "საფრთხეც" არსებობს, რომ დროთა განმავლობაში ტატუ უბრალოდ მოგწყინდეს და ახლა მის მოშორებაზე დაიწყო ღელვა.
სწორედ ამიტომ, ტატუს მოყვარულებისთვის შესანიშნავი გამოსავალია მსოფლიო მოდაში შემოსული სიახლე - მეტალის "ტატუები" - ეს არის მისაწებებელი ლითონის სამკაულები, რომელიც 4-6 დღე ძლებს, მართლაც ეფექტურად გამოიყურება და ულტრამოდურია ამ ზაფხულისთვის. ასე რომ, თინეიჯერებს თუ ახალგაზრდა დედიკოებს, რომლებსაც მოსწონთ სვირინგიანი სხეული, ვურჩევთ, ამ ტრენდზე გადაერთონ და იქნებ, მერე გადაიფიქრონ კიდეც ტატუირების გაკეთება.