გოგონა დაუნის სინდრომით მსოფლიო მოდას იპყრობს
გოგონა დაუნის სინდრომით მსოფლიო მოდას იპყრობს
18 წლის ავსტრალიელმა მადელინ სტუარტმა მსოფლიოს აჩვენა, რომ სილამაზე მრავალფეროვანია და არანაირი დიაგნოზი დაბრკოლება არ არის იმისათვის, რომ თავი მიმზიდველად იგრძნო. მადელინი ირწმუნება, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ თავისი თავისთვის არ აკეთებს. მან შეცვალა თავისი ცხოვრება და გადაიქცა მიმზიდველ ლამაზმანად.
ყველაფერი სპორტის, ჯანმრთელი კვების და დიდი მონდომების შედეგია. მადელინს სურდა დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის, რომ გოგონებს დაუნის სინდრომით შეუძლიათ იცხოვრონ სრულფასოვნად, გამოიყურებოდნენ მიმზიდველად და მიაღწიონ წარმატებას.
გოგონა აგრძელებს ცეკვას, ვარჯიშს და ეძებს სამოდელო სააგენტოს, რომელიც მას წარმატებაში დაეხმარება. თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული არიან მისი ფოტოსესიით.
სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც შეიქმნა, სადაც გოგონას ფოტოები და მასზე ინფორმაცია ქვეყნდება. გვერდს უკვე 313,200 ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
mshoblebi
8868
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი