მან შეცვალა თავისი ცხოვრება და მიმზიდველ ლამაზმანად გადაიქცა 18 წლის ავსტრალიელმა მადელინ სტუარტმა მსოფლიოს აჩვენა, რომ სილამაზე მრავალფეროვანია და არანაირი დიაგნოზი დაბრკოლება არ არის იმისათვის, რომ თავი მიმზიდველად იგრძნო. მადელინი ირწმუნება, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ თავისი თავისთვის არ აკეთებს. მან შეცვალა თავისი ცხოვრება და გადაიქცა მიმზიდველ ლამაზმანად.
ყველაფერი სპორტის, ჯანმრთელი კვების და დიდი მონდომების შედეგია. მადელინს სურდა დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის, რომ გოგონებს დაუნის სინდრომით შეუძლიათ იცხოვრონ სრულფასოვნად, გამოიყურებოდნენ მიმზიდველად და მიაღწიონ წარმატებას.
გოგონა აგრძელებს ცეკვას, ვარჯიშს და ეძებს სამოდელო სააგენტოს, რომელიც მას წარმატებაში დაეხმარება. თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული არიან მისი ფოტოსესიით. სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც შეიქმნა, სადაც გოგონას ფოტოები და მასზე ინფორმაცია ქვეყნდება. გვერდს უკვე 313,200 ზე მეტი გამომწერი ჰყავს.