ძალიან უყვარს სხვადასხვა ტანსაცმლის მორგება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნებაც აქვს ბოლო დროს საკმაოდ გამოჩნდნენ პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც უფროსებზე ნაკლებ მოდურად და გემოვნებიანად როდი იმოსებიან და შემდეგ მოდის სამყაროს თუ ინტერნეტის ვარსკვლავებიც ხდებიან. რასაკვირველია, პირველ რიგში დიდი წვლილი მშობლებს მიუძღვით, რომელნიც თავად არიან მოდის აქტიური მიმდევრები და ბავშვებსაც თავიდანვე ამ მიმართულებით ზრდიან. არ იშურებენ ამისთვის დროს, ფულს, ენერგიას, დაუზარლად ყიდულობენ და მოსავენ პატარებს და მერე ფოტოსესიებსაც აწყობენ.
ამერიკელი დეიზი ლოუ მორიგი ვარსკვლავია. გოგონა ჯერ სულ ორი წლისაა, მაგრამ შესანიშნავად პოზირებს და ფოტოსესიების დროსაც არ იღლება. დედა მისთვის არ იშურებს გარდერობის აუარებელ ნივთებს, თანაც, პატარის კარადა სავსეა დიდური სამოსით.
დედამისს იმედი აქვს, რომ დეიზი, რომელსაც ძალიან უყვარს სხვადასხვა ტანსაცმლის მორგება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნებაც აქვს, მომავალში სტილის დედოფალი გახდება. აი თვითონ დეიზი კი ჯერჯერობით... ქალთევზობაზე ოცნებობს თურმე.