ვინ შეუკერა საბანკეტო კაბა ნუცა ბუზალაძეს და სად მიემგზავრება სასწავლებლად
ვინ შეუკერა საბანკეტო კაბა ნუცა ბუზალაძეს და სად მიემგზავრება სასწავლებლად
სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს, ოღონდ არ ჩქარობს, ჯერ კარგი უნივერსიტეტის შერჩევის პროცესშია. ნუცას ბოლო ზარზე, ბანკეტზე და ზოგადად, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებულ ემოციებზე ვესაუბრეთ.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა, პროექტებისა და გრაფიკის გამო თითქმის ვეღარ დავდიოდი, თუმცა ვერ ვიტყვი, მენატრებოდა სკოლა-მეთქი, ალაბთ იმიტომ, რომ ვიცოდი, გარკვეული დროის შემდეგ მაინც მივიდოდი და ვნახავდი ყველას. სულ ვამბობდ, ერთი სული
მაქვს, როდის დავამთავრებ სკოლა-მეთქი, თუნცა იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რაღაცებში მიშლიდა ხელს, ხან საკონტროლო იყო დასაწერი და აუცილებლად ვიყავი მისასვლელი, ხან - რა და ხან – რა, თუმცა ძალიან მიწყობდნენ ხელს. როცა უკვე ფაქტის წინაშე დავდექი და დავამთავრე სკოლა, იმის მაგივრად, გამხარებოდა, გული მწყდება. ცოტა სევდიანიც კი იყო ჩვენი დამშვიდობება, 12 წელი რომ ერთად ხარ და ხვდები, მორჩა, მეტად აღარ იქნები სკოლაში მისასვლელი, უსიამოვნო განცდა გეუფლება.

- ბოლო ზარის მოსამზადებელ პროცესში რამდენად იყავი ჩართული?
- სიმართლე გითხრა, ჩემთვის ბოლო ზარს უფრო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა თავიდანვე, ვიდრე ბანკეტს და ბოლო ზარისთვის უფრო გამორჩეულად ვემზადებოდი. ბანკეტზეც კარგად გავერთე, მაგრამ ბოლო ზარი მაინც სხვა იყო.
წინა დღეს შევარჩიე, რა უნდა ჩემცვა, მაგრამ თეთრი პერანგი ხომ აუცილებელია ამ დღისთვის. იმდენმა ადამიანმა დამაწერა პერანგზე, ადგილი აღარ დამრჩა. მეც თითქმის ყველას დავაწერე, თან მეუბნებოდნენ, სახელი და გვარი კარგად დამაწერე, რა იცი, მომავალში რამდენად გაიყიდოსო (იცინის).
mshoblebi
- როგორც წესი, ბანკეტისთვის გოგონები გამორჩეულად ემზადებიან ხოლმე, შენს შემთხვევაში როგორ იყო საქმე?
- სხვათა შორის, არ ვაპირებდი ბანკეტზე წასვლას, ვამბობდი, ეს წითელი ხალიჩა, ბიჭების მოკითხვა დიდად არ მომწონს-მეთქი და წასვლაც არ მქონდა დაგეგმილი. ვთქვი, ბოლო ზარზე მივალ და ბანკეტზე არა-მეთქი. ბოლო ორი წელი სკოლაში რომ ვერ დავდიოდი, ჩემი კლასელები მონატრებული მყავდა და დავიწყებული მქონდა, როგორ კარგად ვერთობოდი მათთან ერთად. მაგრამ ბოლო ზარზე რომ მივედი, ისე კარგად გავერთე და ისე ვისიამოვნე, იმ დღეს გადავწყვიტე ბანკეტზე წასვლა. მოსამზადებლად მქონდა ერთი კვირა, მაგრამ რეალურად ბოლო ორ დღეში მოგვარდა ყველა დეტალი. რუსა მორჩილაძის დაბადების დღეზე გავიცანი დიზაინერი რამაზო რომა და ვუთხარი, ბანკეტი მაქვს ორ დღეში, მაგრამ კაბა არ მაქვს-მეთქი. დამიბარა, ხვალ მოდი და შეგირჩევო. მივედი და ძალიან ლამაზი კაბა გამომიტანა. ჯერ ლურჯის ჩაცმას ვაპირებდი, მაგრამ მერე თეთრი მაჩვენა, რომელზეც გადავირიე და იმით წავედი ბანკეტზე. მართლა ძალიან მაგარი კაბები აქვს. იმ ლურჯ კაბას რომლიმე კონცერტზე გამოვიყენებ.
mshoblebi
- როგორ გაერთე ბანკეტზე, ალბათ შენი სიმღერის გარეშე არ ჩაივლიდა ის საღამო...
- როგორ გამოვიდოდა, რომ არ მემღერა? ორი სიმღერა შევასრულე და ძალიან კარგად გავერთე. ჩემი საქმიანობის გამო, ჩემი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად მიწევს, ძირითადად უფრო დიდებთან ვმეგობრობ და მათთან მაქვს კონტაქტი, ამის გამო დავიწყებული მქონდა, როგორ ვერთობოდით, როგორ ვხუმრობდით კლასში, ეს ყველაფერი რომ გავიხსენე, ძალიან კარგი დრო გავატარე და ვთქვით კიდეც, საცოდაობაა, ჩვენ რომ დავიკარგოთო. პირობა დავდეთ, მთელი ცხოვრების მანძილზე შევკრიბებით ხოლმე. მართლა დაუვიწყარი იყო ბანკეტი და არასდროს დამავიწყდება, არანაირად არ ვნანობ, რომ წავედი, პირიქით, არაჩვეულებრივი დრო გავატარე.
mshoblebi
- ნუცა, წონაში საგრძნობლად ხარ დაკლებული...
- კიი, მაგრამ ძალიან თამაშობს ჩემი წონა. ერთი კვირაც რომ ვჭამო ნორმალური ადამიანივით, მაშინვე ვიმატებ. ყოველთვის მაქვს მუცლის პრობლემა. როცა ჩემთვის კატასტროფულ წონას მივაღწიე მივაკითხე ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას, დამინიშნა ძალიან კარგი დიეტა და ერთ კვირაში სამი კილო დავიკელი, ძალიან სწრაფად ვიკლებ და ასევე ვიმატებ. მერე სავარჯიშოდ დავიწყე სიარული დარბაზში, ტრენერიც მყავს, მაგრამ დიეტაზე ვეღარ ვარ, ბათუმში წავედი და დავარღვიე, შესაბამისად ცოტა მოვიმატე. ზაფხულია, ცურვასაც დავიწყებ და იმედია, ჩავდგები ფორმაში.
mshoblebi
- ისევ სკოლის თემას მივუბრუნდეთ. როგორი კლასი გქონდა, მასწავლებლებს რომ აწვალებენ და აბრაზებენ მათ კატეგორიაში გადიოდით?
- მე ვიყავი ხოლმე ბუნტისთავი, მაგრამ ბოლოს ისე გამოდიოდა, არასდროს არაფერში ვჩანდი (იცინის). მე რის ნუცა ვარ, ასე რომ არ მექნა? (იცინის). სკოლაში მისვლა მაიმუნობის გამო მიყვარდა, ისეთ რაღაცებზე ვიცინოდით, რაზეც სიცილი მხოლოდ ჩემს კლასთან ერთად შემიძლია. დაწყებით კლასებში ძალიან ბევრნი ვიყავით, მერე დაგვშალეს და სხვადასხვა კლასში გადაგვანაწილეს, მაგრამ 8 ბავშვი ისევ ერთად მოვხვდით, მათთან დღემდე გამორჩეული დამოკიდებულბა მაქვს, სულ სხვანაირი მეგობრობა მაკავშირებს.

- ნუცა, როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, როგორი მომღერალიც არ უნდა იყო, სწავლა-განთლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ მინდა საქართველოში სწავლის გაგრძელება, ვაპირებ საზღვარგარეთ წავიდე. ძალიან მაინტერესებს მიუზიკლი და ჩემს თავს ამ ჟანრში ვხედავ, ამიტომაც ამ განხრით გავაგრძელებ სწავლას ამერიკაში, ოღონდ არ ვჩქარობ, საუკეთესოს შევარჩევ და მერე გავაგზავნი მონაცემებს.
ციცი ომანიძე

24590
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
!
0
Tu Ar mainteresebs hurts kitxuloben,bogmeboooooo!
21:31 / 09-10-2015
თამარი
0
ლამაზ,ნიჭიერ და გონიერ ნუცას ულევი წარმატება და დიდი ბედნიერება.
13:24 / 31-07-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?